დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია

ზეთიო

კვლევებზე დაყრდნობით, დერმატოლოგი ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

მისი თქმით, ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.   ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.

„არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.

ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა "ძლიერი შეწვა".

მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“