დაფნის ფოთოლი საფულეში ხსნის რეგულარული ფულის ნაკადს პირდაპირ შენკენ - ეზოტერიკოსი სასარგებლო რჩევა

დაფნის ფოთოლი

დაფნის ფოთოლი საფულეში  ხსნის რეგულარული ფულის ნაკადს პირდაპირ შენკენ,- ამ თემაზე ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. 

„მე უკვე არაერთხელ მითქვამს დაფნის ფოთლის ძალაზე... მაგრამ არის რაღაცები, რისი შეხსენებაც საჭიროა, რადგან ისინი ნამდვილად მუშაობს .
დაფნის ფოთოლი ეს უბრალოდ სანელებელი არ არის. ეს დაცვის, ფულისა და სურვილების ასრულების სიმბოლოა.
და თუ მას სწორად გამოიყენებ ის შენს სასარგებლოდ დაიწყებს მუშაობას 

სად დავდოთ დაფნის ფოთოლი ცვლილებების დასაწყებად:
საწოლის ქვეშ - ძილი უფრო ღრმავდება, ხოლო ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია ისადგურებს 

ხალიჩის ქვეშ - აქტიურდება ბარაქის ენერგია, რომელიც პირდაპირ „შემოდის“ სახლში  
  სუფრის ქვეშ - შენ აძლიერებ ოჯახის ფულად არხს და იზიდავ სტაბილურობას  ყვავილის ქოთანში - გვეხმარება სურვილების უფრო სწრაფად ასრულებაში

(განსაკუთრებით, თუ იმ მომენტში ჩაიფიქრებ მას).
  საფულეში - ხსნის რეგულარული ფულის ნაკადს პირდაპირ შენკენ  
პატარა რჩევა: სანამ ფოთოლს დადებ , რამდენიმე წამით ხელში გააჩერე და იფიქრე იმაზე, რაც გინდა. განზრახვა - ეს არის გასაღები.
  შეინახე ეს პოსტი, რომ არ დაკარგო. და დააჭირე მოწონებას

თუ გრძნობ, რომ დროა შენს ცხოვრებაში მეტი დოვლათი შემოვიდეს",- წერს იოსელიანი.