1775936410
გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და მათ მშვიდობა და წარმატება უსურვა.












