1775936410
უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება
დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.
ქართველი დეპუტატები ბუდაპეშტში უნგრული მხარის მიწვევით, ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ფარგლებში იმყოფებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.
უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
09:00 საათის მონაცემებით, 16.89% 1 271 768 ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა.












