პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1770394926
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ჯუნგლებში მყოფ მაიმუნებად იყვნენ გამოსახულნი, რასაც მკაცრი დაგმობა მოჰყვა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
ვიდეოს დასასრულს, რომელიც ავრცელებს მტკიცებებს იმის შესახებ, რომ ხმის მიცემის აპარატებმა 2020 წლის არჩევნების მოპარვას შეუწყო ხელი, მოულოდნელად და მცირე ხნით ჩნდებიან ობამები, რომელთა სახეებიც მაიმუნების სხეულებზეა დამონტაჟებული.
პარასკევს CNN-ისთვის მიცემულ განცხადებაში, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ვიდეოთი გამოწვეულ რეაქციას „ყალბი აღშფოთება“ უწოდა.
„ეს არის ინტერნეტ-მემი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ჯუნგლების მეფედ წარმოაჩენს, ხოლო „დემოკრატებს“ - პერსონაჟებად მულტფილმიდან „მეფე ლომი“, - განაცხადა ლევიტმა. „გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ყალბი აღშფოთება და დღეს ისეთ რამეზე მოამზადოთ რეპორტაჟი, რაც ამერიკული საზოგადოებისთვის რეალურად მნიშვნელოვანია“.
კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ოფისმა ვიდეო პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაგმო და დაწერა: „პრეზიდენტის მხრიდან ეს საძაგელი საქციელია. თითოეულმა „რესპუბლიკელმა“ უნდა დაგმოს ეს. ახლავე“.