18 წლის იყო, როცა მამამ სარდაფში გამოკეტა, სადაც 29 წელი გაატარა... - ჯაჭვით დაბმული ქალის მძიმე ისტორია

დატყვევებული

ელენა 18 წლის იყო, როდესაც მამამ სარდაფში გამოკეტა, ჯაჭვით დააბა და გარეთ გასვლის უფლებას აღარ აძლევდა. ელენას არსებობის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც და ირგვლივ მყოფებმაც, თუმცა არავინ არაფერს ამბობდა. 29 წელი ისე გავიდა, რომ გოგონას მზის სინათლე საერთოდ არ უნახავს.

ამბავი საბერძნეთში მოხდა. 1978 წლის 7 ნოემბერს უცნობმა პირმა პოლიცია გამოიძახა და უთხრა, რომ  ერთ-ერთ სახლში, მეპატრონეებმა სარდაფში ადამიანი გამოკეტეს და მრავალი წლის განმავლობაში გარეთ არ უშვებდნენ.

სოფელში კარიოტისების დიდ ოჯახს ყველა იცნობდა. იმ პერიოდისათვის, როდესაც პოლიციაში მსგავსი შეტყობინება შევიდა, მშობლები გარდაცვლილები იყვნენ, უფროსი და-ძმის ასაკი კი 50 ან მეტი იყო.

მათ გახსნეს სარდაფი და თანამშრომლები შეუშვეს. ბნელ სარდაფში, სადაც სინათლის სხივი არსაიდან აღწევდა, საშინელ ანტისანიტარიაში იყო ქალი, სხეულზე ნაწიბურებით, არასასიამოვნო სუნითა და ქცევებით. როდესაც პოლიციელი დაინახა, შეეშინდა, ყვირილი დაიწყო, ერთ-ერთს უკბინა კიდეც და ფრჩხილებით დაკაწრა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ელენა კარიოტისი მრავალშვილიანი ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. ოჯახს ფერმა ჰქონდა, უფროსი და-ძმა შრომობდა, თუმცა ელენა მათგან განსხვავდებოდა.

1949 წელს 18 წლის ასაკში მშობლებთან მივიდა და სთხოვა, რომ სოფლის მასწავლებელზე დაქორწინების უფლება მიეცათ. მშობლები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რადგანაც მათი ქალიშვილის რჩეული კომუნისტი და ათეისტი გახლდათ. გოგონა ოჯახს დაემუქრა, რომ თუ ნებას არ დართავდნენ, სახლიდან გაიქცეოდა. ამიტომაც, მამამ ელენას დიდი ჯაჭვი მოაბა და სარდაფში გამოკეტა. 

გოგონას დაავიწყდა მეტყველება, თუმცა სხვების ლაპარაკი ნაწილობრივ ესმოდა. მრავალწლიანი მარტო ცხოვრების და საშინელი პირობების ფონზე, ის ნამდვილ მხეცად იქცა.

სოფელში უმეტესობამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მამა ყველას უმტკიცებდა, რომ ღირსეულად მოიქცა და ამით სირცხვილი აირიდა თავიდან. დროთა განმავლობაში, მათი ოჯახი სოფელში გარიყეს. უფროსმა შვილებმა ვერასოდეს მოახერხეს დაქორწინება. მათ ოჯახთან კავშირი არავის უნდოდა. პოლიციაში ანონიმური ზარი ოჯახის უფროსის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ შევიდა. 

ელენა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 18 წელი გაატარა. კვლავ ისწავლა ლაპარაკი და 1986 წელს ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა. უცნაური ის იყო, რომ მისი მეხსიერებიდან ბავშვობისა და ტყვეობის წლები საერთოდ წაიშალა და ფიქრობდა, რომ ისევ 18 წლის იყო.

ასევე ნახეთ:

„დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის, თქვენზეც ჭორაობს სხვებთან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე გოგოებს მიმართავს

VIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ

30 წლის წინათ დარგული კაკლის გამო, მეზობლები ერთმანეთს უჩივიან - საქმე უზენაეს სასამართლოშია