VIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ

სპალეტი

მილანში, იტალიის საფეხბურთო ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ყოფილ თავკაცს, ლუჩიანო სპალეტის შეხვდა. GEO TEAM-თან კვარა მათი საუბრის შინაარსს ამხელს.

იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით მეხუმრა, მკითხა, იტალიის ნაკრებში თამაში ხომ არ მინდოდა. ვუთხარი, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ. ძალიან მაგარი ადამიანია... საოცარი მწვრთნელია. დიდი ხანია, არ მინახავს და მასთან არ მისაუბრია. ძალიან გამიხარდა რომ დავინახე,“ - თქვა კვარაცხელიამ.

ვრცლად ↓

ცნობისთვის, კვარას სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი გადაეცა.  ხოლო, მისი ყოფილი მწვრთნელი, სპალეტი,  2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა.

ასევე ნახეთ:

PHOTO - როგორ გამოიყურება ნიცას და ხვიჩას ნაძვის ხე - ნახეთ, წყვილის საახალწლო განწყობა

VIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები

„ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა, მისი შესაძლებლობები უსასრულოა“ - ლუჩიანო სპალეტი