„დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის, თქვენზეც ჭორაობს სხვებთან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე გოგოებს მიმართავს

პაიჭაძე

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს და ქალებს მიმართავს.

როგორც ალექსანდრა ამბობს, არასდროს აინტერესებდა ჭორები სხვების ცხოვრებაზე და სხვა ქალებსაც ურჩევს გარშემო მაღალი ღირებულებების ხალხი ჰყავდეთ.

„დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის, თქვენზეც ჭორაობს სხვებთან. თავიდან ასაცილებლად, გარშემო მაღალი ღირებულებების ხალხი მოიკრიბეთ, რომლებიც იდეებს და მომავლის ხედვებს განიხილავენ და არა სხვების ცხოვრებას...

მალევე სიცოცხლის ხარისხი აიწევს, სურვილები ასრულებას დაიწყებენ, უფრო გალამაზდებით. ასე ვარ, რაც თავი მახსოვს, ფეხებზე მკიდია სხვების გადაწყვეტილებებიც და შეცდომებიც. ვფიქრობ, ამიტომაც გრძნობთ ჩემგან ამდენ სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას, სილაღეს, გაუმჯობესებას, ხვავს და იღბლიანობას, წლიდან წლამდე. ჭორაობის და განკითხვის ჩვევის გარეშე ისეთი მაგარია ეს ერთადერთი სიცოცხლე. რაკეტასავით წინ მიქრიხარ. შპროტის კონსერვობას ყველაფერი ჯობს, თუმცა თქვენც გაქვთ შანსი ამოძვრეთ კონსერვიდან, თერაპიები და გულწრფელობა დაგეხმარებათ. მიყვარხართ“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ღმერთო, დაგვიფარე! ეს რა ხდება“ - კადრები ბათუმიდან სადაც ამ წუთებშიც შტორმია

მოძრაობა აიკრძალა! - გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

VIDEO: ბათუმსა და ქობულეთში შტორმია

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ALE (@aleksandrapaich)