სუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1733824430
თუ უკვე ვერ ითმენთ, ისე გაინტერესებთ, თუ რა დაწერა გიორგი კეკელიძემ ჩვენს ვარსკვლავ ფეხბურთელზე, გაცნობებთ, რომ 25 მაისს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, წიგნს თავად ავტორი წარადგენს. შემდეგ უკვე ის ყველგან გაიყიდება.
წიგნი სახელწოდებით - "ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი", გიორგიმ ორწლიანი პაუზის შემდეგ დაწერა. და იმ ავბედითი დღიდან, როდესაც მწერალი ხელმეორედ დაგვიბრუნდა, ზუსტად ერთი წლის თავზე, ის ახალი წიგნით წარდგება.
თუ რა იყო მთავარი მოტივაცია, რამ დააწერინა წიგნი კვარაზე, "პრაიმტაიმის" ამ შეკითხვას გიორგი პასუხობს.
გიორგი კეკელიძე: მქონდა ორი მთავარი მოტივაცია რისთვისაც ეს წიგნი დავწერე: პირველი - საკუთრივ, ხვიჩას შესანიშნავი თამაში და ფანტასტიკური სეზონი. მეორე: ამ წიგნის საშუალებით საქართველოზე, სამეგრელოზე, ქართულ ფეხბურთსა და მის ისტორიაზე, იმ ადამიანებისთვის მოყოლა, რომელთაც შეიძლება შედარებით ნაკლები იცოდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება როგორც ახალი თაობა საქართველოში, ასევე ბუნებრივია, უცხოელი მკითხველი, რომელიც ძალიან მალე გაეცნობა ამ წიგნს. ის უკვე ითარგმნება იტალიურ და ფრანგულ ენებზე.
ასევე დაგაინტერესებთ: ,,უკვე გვიანი იყო და საოპერაციოდ ხელი აღარ მოჰკიდეს... ნაღვლიანი ღიმილითა და სხვანაირი სიკეთით მემახსოვრება..." - ეთერ თათარაიძე ბერდია არაბულს ემშვიდობება