შოკის მომგვრელი ამბები! პერმელი კანიბალი, მიხაილ მალიშევი 23-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს - ის კოლონიაში მზარეულად მუშაობდა

კანიბალი

28 ოქტომბერს პერმელი კანიბალი, მიხაილ მალიშევი გაათავისუფლეს. ახლა ის 56 წლისაა. ამ ასაკში ადამიანები კვლავ ძალითა და ენერგიით არიან სავსე. ზონაში ის მზარეულად მუშაობდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ორი ადამიანის მკვლელობისთვის მას 23 წელი მიუსაჯეს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. პოლიგრაფიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მალიშევმა, სავარაუდოდ, არა ორი, არამედ რვა ადამიანი იმსხვერპლა.

რუსეთის ფედერაციის სს კოდექსი კანიბალიზმისთვის სასჯელს არ ითვალისწინებს, ეს პასუხისმგებლობასაც კი არ ამძიმებს, მაგრამ გამოვლენილი ფაქტი, რომ მიშა ჭამდა ადამიანის ხორცს პრინციპით, - სიმდიდრე რატომ უნდა დაიკარგოს, მაინც აშინებს პერმელებს, მის მეზობლებს, სადაც ის ცხოვრობდა. 

გამოძიების დროს მიხეილი ჰყვებოდა, რისი ჭამა უყვარდა განსაკუთრებულად. მალიშევის მეგობრებს დიდი ხანი დასჭირდათ გონზე მოსასვლელად, როცა გაიგეს, თუ რისგან იყო ის ღვეზლები დამზადებული, რომლითაც მათ მიხეილი გაუმასპინძლდა.

პატიმრის თანასაკნელებსაც კი ეშინოდათ. კოლონიაში არავინ იჭერდა მასთან საქმეს. ის კი სამზარეულოში იჯდა და საჭმელს ურიკით დაატარებდა. კანიბალი მაძღარი და ბედნიერი იყო!

მისი ქმედებების გამოძიებისას სულ უფრო საშინელი დეტალები ირკვეოდა. მალიშევმა თქვა, რომ ახალგაზრდობიდანვე ცდილობდა, კუნთების განვითარებას, ჭამდა მაწანწალა ძაღლებს, რათა დაეზოგა ცილოვანი საკვების შესაძენად თანხა. ძაღლები მასთან მიჰყავდა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც კანიბალმა შეაშინა.

როდესაც პოლიციელები მივიდნენ მალიშევის ბინაში, აღმოაჩინეს ორი დიდი მაცივარი, მთლიანად ხორცით სავსე. ძნელი სათქმელი იყო, ხორცი ადამიანის იყო თუ ძაღლის.

მალიშევი ცხოვრობდა გოგონასთან ერთად, რომელიც შიშის გამო რამდენიმე წელი ცხოვრობდა მიშასთან. ინა 19 წლის ასაკში გახდა მამაკაცის მონა. ის ეხმარებოდა მალიშევს ღვეზელებისა და პელმენების მომზადებაში. მალიშევმა გოგონას ცხვირის წვერი მოაჭამა, რომ მუდმივად შიშის ქვეშ ჰყოლოდა. 

მოგვიანებით, ინამ ოპერატიულ თანამშრომლებს უთხრა, რომ მალიშევი დაემუქრა, ყურიდან ყურამდე პირის გაჭრაში, რომ სექსით დაკავება გაადვილებოდა. ასევე, ინას თქმით, მამაკაცი ეუბნებოდა: „ბავშვს გამიჩენ, გალიაში ჩავსვამთ, მე კი გავლოკავ ხოლმე“

ინა დიდხანს ფიქრობდა, რომ ორსულად იყო, მაგრამ ორსულობა ცრუ აღმოჩნდა - კანიბალთან თანაცხოვრება ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევდა. მემკვიდრე არ დაბადებულა.
ახლა კი 56 წლის მიშა, ჯანმრთელი და ძლიერი, სახლშია პერმში. 

როგორ გააგრძელებს ცხოვრებას პერმელი კანიბალი, არავინ იცის.