ხვალ შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, ნიკო კეცხოველის, ქერჩის, ხევისპირის, ილია ვეკუას,  ომარ ხიზანიშვილის, გრაფ შულენბურგის, დავით ჯაბიძის, წყაროთუბნის, მწვანე და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ურეკის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, რკინიგზის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მერაბ ალექსიძის, ჯურხა ნადირაძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ვაგან მამასახლისოვის, შალვა ნუცუბიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, შავიშვილის, პეტრე ქავთარაძის, ლევან ალექსიძის, უნივერსიტეტის, გამრეკელის, შავგულიძის, თოფურიას და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ანაკლიის, ახალციხის, ორჯონიკიძის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, გოგი დოლიძის, გიორგი ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩანჩიბაძის, ივანე ჯავახიშვილის, ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის, ჩიტაიას და სულუხიას ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სხვა სიახლეები:

8 ნივთი სახლში, რომლებიც სიცოცხლეს ისე გვისწრაფებენ, ვერც კი ვხვდებით

VIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბა

პირველი ცოლი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმე