ჰოროსკოპი

1679658120

ზოდიაქოს ამ ნიშნებს აპრილში სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებები ელით

2023 წლის აპრილში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით. აღსანიშნავია, რომ 20 აპრილიდან ვერძისა და სასწორის ნიშნებში დაბნელება მოხდება, რაც სიმბოლურად მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას ასახავს. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ ირგვლივ ქორწილების, განქორწინების ან ურთიერთობის დაწყების ბუმი იქნება. გარდა ამისა, 6 აპრილს სასწორის ნიშანში სავსე მთვარე იქნება და ეს ურთიერთობების ახალ ეტაპს გამოიწვევს. ახალი მთვარე და დაბნელება კი 20 აპრილს ვერძის ნიშანში იქნება და ეს მოვლენაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დაგაყენებთ. ასტროლოგები ასახელებენ, 2023 წლის აპრილში ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ყველაზე დიდი ცვლილებები პირადი ცხოვრების თვალსაზრისით:სასწორიროგორც უკვე აღვნიშნეთ, აპრილში სავსე მთვარე სწორედ სასწორის ნიშანში იქნება, რაც პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ცვლილებას გპირდებათ. ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, ქორწინების, განქორწინების, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღოთ. გარდა ამისა, 20 აპრილამდე შესაძლოა, დაგეგმოთ ნიშნობა. ასტროლოგების თქმით, მთელი თვის განმავლობაში მოულოდნელი შეხვედრების ძალიან დიდი შანსია. ამიტომაც, თუ ჯერ არ გყავთ პარტნიორი, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ აპრილში შეხვდეთ. ვერძი10 აპრილს ვერძის ნიშანში პლანეტა იუპიტერი და მზე შეერთდებიან. 20 აპრილს კი ახალი მთვარე და დაბნელება იქნება ამ ნიშანში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთელი თვე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, იგრძნობთ უფრო მეტ ძალასა და თავდაჯერებულობას. შესაძლოა, იმდენად მოულოდნელად მიიღოთ პირადი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება, რომ თავად გაგიკვირდეთ. მაგალითად, საყვარელ ადამიანს შესთავაზოთ დაქორწინება, საცხოვრებლად ერთად გადასვლა, ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება, ან კიდევ განქორწინება. ფაქტია, რომ აპრილის თვეში თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაიწყება.მორიელი აპრილში რეტროგრადული მერკური კუროს ნიშანში იქნება, რაც თქვენს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. მომდევნო თვის განმავლობაში საკუთარ ურთიერთობას უფრო სერიოზულად ჩაუღრმავდებით და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასაც მიიღებთ. დაფიქრდებით, გარკვეული სიტუაციის საბოლოოდ დასრულებაზე, ან კიდევ პირიქით, შესაძლოა, ყოფილი პარტნიორი დაგიბრუნდეთ. ასტროლოგების თქმით, რომელიმე მხარე ურთიერთობის განახლებას დაჟინებით მოითხოვს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენზეა დამოკიდებული.მშვილდოსანიაპრილში ახალი მთვარე თქვენს სასიყვარულო სექტორში იქნება, ამიტომაც დიდი შანსია, რომ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ცვლილებები გქონდეთ. შეიძლება, სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებათ, ან კიდევ უკვე არსებული მდგომარეობა განიმტკიცოთ. ასტროლოგების თქმით, დიდი შანსია, ნანატრი ორსულობის შესახებ გაიგოთ, ხოლო მათ, ვისაც ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, 20 აპრილამდე შესაძლოა, პარტნიორმა დაოჯახება და ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა შესთავაზოს.ტყუპებისასწორის ნიშანში სავსე მთვარე თქვენს სასიყვარულო სექტორში მოხდება, ამიტომაც პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. შესაძლოა, საბოლოოდ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელმაც დაგღალათ, ან კიდევ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა, ქორწინება, ერთად ცხოვრება შესთავაზოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თვე თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პერიოდი იქნება.წყარო

brijiti

1679651700

„...გარდაიცვლება იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე აქამდე გვინახავს 2/3 ათწლეულის მანძილზე – რაზე საუბრობს ასტროლოგი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ასტროლოგი, ბრიჯიტ ივანნა გრუზინსკი, სოციალურ ქსელში ახალი ერის დაწყების შესახებ პოსტს აქვეყნებს:“ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ახალი ერა დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ელვის სისწრაფით შეცვლის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას… შემდეგი 20 წელი იქნება ყველაზე ევოლუციური და რევოლუციური კაცობრიობისთვის❗️შემდეგი 20 წლის განმავლობაში გარდაიცვლება იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე აქამდე გვინახავს 2/3 ათწლეულის მანძილზე და საგრძნობლად იკლებს შობა…დაბალი ვიბრაციებისგან იწმინდება სამყარო… გილოცავთ ახალ ერას“,- ამბობს ასტროლოგი.

ასტროლოგია, ცეცხლი

1679650471

„ის აქტიურად ეწინააღმდეგება და ანგრევს ყველაფერს...“ - ნახეთ ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება

2023 წლის 23 მარტიდან პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში შევიდა და იქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 2043 წლამდე დარჩება.როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა პლუტონს გლობალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და ის აქტიურად ეწინააღმდეგება და ანგრევს ყველაფერს, რაც მოძველებული და არასაჭიროა. ეს, რა თქმა უნდა, ურთიერთობებსაც ეხება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:2023 წლის 23 მარტიდან თხის რქა შვებას იგრძნობს და მიხვდება, რომ მძიმე წლები უკან დარჩა. პლუტონი ამ ნიშანს ტოვებს და იქ მხოლოდ 2254 წელს დაბრუნდება. ახლა გაცილებით მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავსა და სურვილებს და შეძლებთ, სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები შექმნათ. თქვენი პიროვნული და შინაგანი გარდაქმნა იწყება. საოცარ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, წამოიწყებთ ბევრ ახალ პროექტს, გექნებათ საინტერესო იდეები, იქნებით ბევრად უფრო პროდუქტიული და 2024 წლის ბოლოსთვის ნამდვილად ხელშესახები ცვლილები წინაშე დადგებით.ახლა პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში შედის და 20 წლის განმავლობაში დარჩება. ეს კომბინაცია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საოცარ სიმსუბუქესა და თავისუფლების განცდას მიანიჭებს. იგრძნობთ, რომ მიზნის მისაღწევად ბევრად უფრო მეტი მოტივაცია გაქვთ. გაგიჩნდებათ სურვილი გაბედოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ გეშინოდათ, ან რაღაც ხელს გიშლიდათ. პლანეტა პლუტონი მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, მოგანიჭებთ თავდაჯერებულობას და გიბიძგებთ, რომ საკუთარი ოცნებებისთვის იბრძოლოთ. უკვე 2023 წლის მარტის ბოლოდან მერწყულის ცხოვრებაში ცვლილებები შემოვა. ნუ შეგეშინდებათ გარდაქმნის, რადგანაც ასტროლოგების თქმით, რაც უფრო მეტად შეეწინააღმდეგებით გარდაუვალ ცვლილებებს, მით უფრო მძიმე აღმოჩნდება შედეგი. ეს პლანეტა გიბიძგებთ, რომ საკუთარ თავს უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ, სხვადასხვა საკითხის მიმართ შეცვალოთ დამოკიდებულება და ცხოვრება განახლებული ენერგიით გააგრძელოთ. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მოგიწევთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და ბევრი იშრომოთ, შეცვალოთ ჩვევები და არსებული უნარები გაიუმჯობესოთ. ლომები, ისევე როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნები, პლანეტა პლუტონის მერწყულის ნიშანში შესვლით შინაგან წინააღმდეგობებს განიცდიან. ახლა გექნებათ შანსი, საკუთარი თავიც და ირგვლივმყოფებიც კრიზისიდან გამოიყვანოთ, აქტიურად დაუპირისპირდეთ უსამართლობას და სხვებს საკუთარი მაგალითით შთაგონება მისცეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე, შესაძლოა, ზოგჯერ საკუთარი ინტერესების უგულებელყოფა მოგიწიოთ და საქმეები ზოგად ჭრილში განიხილოთ. რაც მთავარია, თქვენ გაქვთ ძალა, რომ მნიშვნელოვნად გარდაქმნათ ყოველდღიურობა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეთ.კურო და მორიელი, რომლებსაც განსაკუთრებული ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი და მონდომება აქვთ, შესაძლოა, გარკვეული სტრესისა და დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდნენ. შეიძლება, დროდადრო მოგეჩვენოთ, რომ რაღაც ტიპის დაბრკოლებები გაქვთ, რომელთა გადალახვაც არ შეგიძლიათ, გარემოს ვერ ეგუებით და ასე შემდეგ. მაგრამ, დიდი შრომის შედეგად, აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. ნელ-ნელა თქვენი ენერგია გაიზრდება და შინაგან დაძაბულობასთან, შიშებთან და სტრესთან გამკლავებას შეძლებთ და მოტივაციასაც იგრძნობთ, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალოთ. რაც მთავარია, გექნებათ შესაძლებლობა, რომ აქამდე არსებული სიტუაცია გადააფასოთ და სწორი ღირებულებები ჩამოიყალიბოთ.ტყუპები და სასწორები ძალიან საინტერესო და ნაყოფიერ პერიოდში შედიან. მომავალი 20 წელი მათთვის ნათელი და სიცოცხლისუნარიანი იქნება. შეძლებთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები და ინიციატივები. 2023-2024 წლები თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა. პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლა ბევრ პოზიტიურ ცვლილებასა და დიდ პოტენციალს მოგიტანთ. მოგიწევთ, რომ გარკვეული ცოდნა და უნარები შეიძინოთ, რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოთ, მაგრამ ეს პროცესი შემეცნებითთან ერთად, სასიამოვნოც იქნება.

ჰოროსკოპი

1679599722

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით და ლიდერობით დატკბებით. საშუალება გექნებათ, რომ საზოგადოება მრავალმხრივი ნიჭით გააოცოთ და მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიპყროთ. ეცადეთ, საკუთარი ვალდებულებები არ დაივიწყოთ და მიცემული პირობა შეასრულოთ.კუროეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. ფულის სიმცირეზე ფიქრისა და წუწუნის ნაცვლად, ყურადღება შემოქმედებით საქმიანობაზე გადაიტანეთ.ტყუპებიამ დღეს თქვენი კომუნიკაბელურობა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ. სავარაუდოდ, ახალ კავშირებს დაამყარებთ და საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც ცდილობს, საკუთარი აზრი თავს მოგახვიოთ.კირჩხიბიეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ უფრო ღია და მეგობრული იქნებით, შეიძლება ახალი მეგობრები და მოკავშირეები იპოვოთ. მთავარია, ემოციების მართვა ისწავლოთ.ლომიამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. საკუთარ ამბიციებს ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ თქვენი თანაგრძნობის უნარი დაჯაბნოს.ქალწულიეცადეთ უფრო რეალისტურად იაზროვნოთ და ფანტაზიებში არ გადაეშვათ. თავდაჯერება დაგეხმარებათ, რომ „გარედან“ ზეწოლას გაუძლოთ. გახსოვდეთ - ცხოვრება მხოლოდ მუშაობა არ არის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება ემოციებით აგავსოთ.სასწორებიეცადეთ, თქვენი დიპლომატიური და კომპრომისების პოვნის უნარი გამოავლინოთ. ეს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ დათმობებზე თქვენი ინტერესებისა და პრინციპების საზიანოდ არ უნდა წახვიდეთ.მორიელიეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას უფრო ღია და გულწრფელი იყოთ. გრძნობებსა და ემოციებზე საუბარი დაძაბულობის განმუხტვას და ურთიერთობების გაღრმავებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგი საიდუმლო სამუდამოდ თქვენთან უნდა დატოვოთ.მშვილდოსანიეცადეთ, სიახლეებისა და ცვლილებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოთ. შესაძლოა, სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წარმატება შრომას და მოთმინებას მოითხოვს. თუ პირველივე სირთულეს არ დანებდებით, მიზნების მიღწევას შეძლებთ.თხის რქასასურველია, რომ ამ დღეს მეტი სიბრძნე დ პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ეცადეთ სარისკო სიტუაციებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს ზოგ გადაწყვეტილებას შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს. მზად იყავით ცვლილებებისთვის.მერწყულიხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ წინსვლისთვის ნაბიჯის უკან გადადგმაა საჭირო. ნუ ეძებთ მარტივ გადაწყვეტილებებს და წარმატებას მიაღწევთ.თევზებიეცადეთ საყვარელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა დაანახოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება მომზადებას და დაგეგმვას მოითხოვს. მზად იყავით მოულოდნელობისთვის.წყარო: ფანთაიმი

წყვილი

1679592600

,,იციან, როგორ უნდა დატკბნენ ცხოვრებით" - ზოდიაქოს 12 ყველაზე იდეალური წყვილი

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ 12 იდეალურ წყვილს. შევეცადოთ ერთად გავარკვიოთ, აქვთ თუ არა მათ საუკეთესო თავსებადობა.1. ვერძი – მერწყულითუ სხვა წყვილებში ადამიანები ერთმანეთით სწრაფად იღლებიან და ზოგჯერ განმარტოება სჭირდებათ, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ვერძსა და მერწყულს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში ერთად იყვნენ. ეს მათ ეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ მშვენიერი რომანტიკული პარტნიორები იყვნენ, არამედ ამგვარ ჰარმონიაში ჩამოაყალიბონ საერთო მიზნები, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს მათ კავშირს.2. კურო – კირჩხიბიასეთი ადამიანების ემოციური კავშირი ძალიან მჭიდროა და ამიტომ ისინი ადვილად აგვარებენ ნებისმიერ უთანხმოებას. ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთს და შეუძლიათ ხანგრძლივი და მყარი ქორწინების შენარჩუნება, სადაც ყველა ბედნიერია. დღეს ეს არც ისე ხშირია.3. თევზები – მორიელიისინი ინტუიციურად ერთმანეთს ბრბოშიც კი პოულობენ. და მიუხედავად იმისა, რომ მათი ჰობი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, ეს ხელს არ უშლის ერთი და იმავე თვალით შეხედონ სამყაროს. ამავდროულად, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობებში ზედმეტად სენტიმენტალურობის არ ეშინიათ, ეს მათ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.4. მერწყული – სასწორიგაცნობის პირველივე წუთებში, მათ შეიძლება ერთ საათზე მეტხანსაც ისაუბრებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარმა კავშირმა შეიძლება დაბნეულობა და გაკვირვება გამოიწვიოს, ორივეს ბევრი რამ აქვს საერთო. ორივე ნიშნის წარმომადგენელი, როგორც წესი, დამოუკიდებლები არიან და აფასებენ თავიანთ ინდივიდუალურობას, მაგრამ საყვარელი ადამიანის გულისთვის ისინი ყველა კომპრომისისთვის ყოველთვის მზად არიან.5. თხის რქა – კუროთხის რქასა და კუროს შორის, ისეთი ძლიერი ქიმია არსებობს, რომ ძნელია ასეთი რამ ზოდიაქოს ნებისმიერ სხვა ნიშანს შორის იპოვო. საიმედოობა, მოთმინება, ერთგულება – ეს ყველაფერი თავმოყრილია ამ ასტროლოგიურ წყვილში. მაგრამ ასევე არსებობს თაყვანისცემა, რაც უამრავ ადამიანში შურს იწვევს.6. მშვილდოსანი – ვერძიძალიან ენერგიული წყვილი. ორივე, პირველ რიგში, აფასებს პარტნიორის ოპტიმისტურ განწყობას და დაუფარავ ენთუზიაზმს ნებისმიერ წამოწყებაში. ერთად ისინი ყოველგვარი სირთულის გადალახვას შეძლებენ.7. მორიელი – კირჩხიბისულთა ერთიანობა არის ის, რაც მათ კავშირს ემყარება. მათ არ სჭირდებათ საერთო ინტერესების პოვნა ან საუბრის თემების ძებნა, რადგან მათ გვერდით ჩუმად ყოფნაც კი კომფორტულია. ასეთ პარტნიორებს მნიშვნელოვანი სირთულეების გარეშე შეუძლიათ ბედნიერი ოჯახი შექმნან.8. სასწორი – ტყუპებიმათ ხშირად უყვარდებათ არა მშვენიერი აღნაგობა ან უნაკლო სახე, არამედ პარტნიორის იუმორი, ქარიზმა და მომხიბვლელობა. მათი ურთიერთობა ჩვეულებრივ დამყარებულია ღიაობასა და ძლიერ მეგობრობაზე. ნდობა მათი კავშირის მთავარი მახასიათებელია და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ ერთმანეთს გაანდონ თავიანთი ყველაზე ფარული ოცნებები, იმედები და შიშები.9. ქალწული – კუროისინი ოდესმე ბედნიერად ცხოვრობდნენ – ეს სწორედ ისაა, რასაც ამბობენ ქალწულისა და კუროს კავშირის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა შეიძლება ძალიან მოზომილი, მშვიდი და თუნდაც მოსაწყენი ჩანდეს, მათ გრძნობების სიღრმეში ეჭვი არ შეგეპაროთ. კურო ყოველთვის მოქმედებს როგორც იდეოლოგიური ინსპირატორი, ხოლო ქალწული ყველაფერში ეხმარება.10. ლომი – მშვილდოსანიორივემ იცის, როგორ უნდა დატკბეს ცხოვრებით მაქსიმალურად და ეს იზიდავს მათ ერთმანეთთან. და რადგან ორივე წარმოადგენს ცეცხლის ნიშანია, მათი კავშირი ძალიან ნათელი იქნება. ერთად ისინი ყოველთვის მხიარულები არიან.11. კირჩხიბი – თევზებიმათ შორის ნამდვილად არის ერთგვარი თანაბარი კავშირი. უკვე პირველივე დღიდან, ისინი გრძნობენ, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ. უფრო მეტიც, მათ არ სჭირდებათ ერთმანეთთან შეჩვევა, რადგან, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან!12. ტყუპები – მერწყულიზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი კომბინაცია. იღბალი იმაშია, რომ შემოქმედებითი მერწყული წარმოქმნის ყველაზე საოცარ იდეებს და ყოველთვის შეუძლიათ იმედები ტყუპებზე დაამყაროს. კარგი ის არის, რომ ისინი საკმაოდ დამოუკიდებლები არიან და ხშირად ცალ-ცალკე ატარებენ დროს, რაც დადებითად აისახება მათ ურთიერთობაზე.

ჰოროსკოპი

1679511900

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძითუ თქვენს ენერგიას სასიკეთოდ მიმართავთ, შანსი გექნებათ, მოიპოვოთ წარმატება და აღიარება, ამასთანავე, შესაძლოა, ახალი ფინანსური წყაროებიც მოიძიოთ და საკმაოდ კარგ თანხას გამოკრათ ხელი.კუროშესაძლოა, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც დააბრკოლებს თქვენს სამსახურებრივ წინსვლას და საჭირო გახდება, გადახედოთ ურთიერთობებს კოლეგებთან თუ ხელმძღვანელობასთან. ელოდეთ ცვლილებებს.ტყუპებისიამოვნებას მოგიტანთ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარება. კარგად განვითარდება რომანტიკული ურთიერთობები. წარმატებული დღეა და არ გაუშვათ შანსი.კირჩხიბიმოსალოდნელია უთანხმოებები და გაუგებრობები სამსახურებრივ თემებზე, თუმცა, მალე ყველაფერს იოლად და სასიკეთოდ მოაგვარებთ.ლომიუამრავი საქმის გამო, შესაძლოა, დრო არ დაგრჩეთ ძალების აღსადგენად, იზრუნეთ კვების რეჟიმზე, დასვენებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. თავი შეიკავეთ გვიანობამდე გართობისგან.ქალწულიშესაძლოა, სწორედ ახლა განახორციელოთ ძველი გეგმები, ასევე, ახლობლებთან ერთად, ახალ პროექტზეც იფიქროთ, ახლა ყველა პირობა არის იმისთვის, რომ სათანადოდ დაფასდეს თქვენი მცდელობა და მონდომება.სასწორითქვენი პროექტის რეალიზებისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული ფინანსების მოზიდვა, თავი შეიკავეთ ახალ პარტნიორებთან ერთობლივ საქმიანობაზე და მეტად ენდეთ ძველ მეგობრებს.მორიელიმოსალოდნელია კარგი და საინტერესო ცვლილებები ახალი ნაცნობობის ჩართულობით. მეგობრული და ოპტიმისტური მიდგომებით, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და წარსულში დარჩება ახლო პერიოდში მომხდარი გაუგებრობები.მშვილდოსანიგადამოწმების გარეშე, ნუ ენდობით ნურც ახალ ამბებს და ნურც ახალ საქმიან პარტნიორებს. შესაძლოა, კრახი განიცადოს თქვენმა პროექტმა, ღალატის, ან უნიათო დამოკიდებულების გამო. თხის რქაშეეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ პროფესიულ პრობლემებს და როგორც უნდა ცდილობდნენ მოწინააღმდეგეები თქვენს წონასწორობიდან გამოყვანას, ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და მშვიდად ეძიეთ გამოსავალი.მერწყულინუ განაწყენდებით ყოველ წვრილმანზე და ნუ აჰყვებით სხვათა ნეგატიურ გამოხტომებს. შეეცადეთ, ახლობლებთან განიხილოთ ის საკითხები, რაც გაღელვებთ და სტრატეგიულად იმოქმედოთ ყველაფრის მოგვარებაზე.თევზებიდღევანდელი შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თუმცა, ჯერ ეფექტური შედეგების მიღებაზე ნუ იფიქრებთ, ახლა, პირველი სასიკეთო ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ.

ჰოროსკოპი

1679425200

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიშესაძლოა, სრულიად უწყინარი დიალოგი შეუმჩნევლად მწვავე კონფლიქტში და ურთიერთობების გარჩევაში გადაიზარდოს. ეს სიტუაცია ცუდად აისახება თქვენს თავმოყვარეობაზე და საკმაოდ დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ამიტომ, გააკონტროლეთ ემოციები.კურომაქსიმალურად შეიკავეთ თავი სხვადასხვაგვარი გართულებისგან და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოუფრთხილდით თქვენს ნერვებს და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია.ტყუპებიდღეს, ძალიან მგრძნობიარე ხართ და შესაძლოა, ძალიან მტკივნეულად აღიქვათ ახლობელი ადამიანების შენიშვნები. გამოიჩინეთ გონიერება და შეინარჩუნეთ მშვიდობიანი კავშირები ახლობლებთან.კირჩხიბიშესაძლოა, თქვენს თავში პერსპექტიული იდეების შტორმი დატრიალდეს, აუცილებლად ჩაინიშნეთ თითოეული იდეა და ეცადეთ მათ რეალიზებას.ლომითავი შეიკავეთ ხელმძღვანელობასთან ფინანსური საკითხების განხილვისგან. გადადეთ ეს თემა სამომავლოდ, დღეს, ეცადეთ, რაიმე საინტერესო მოიფიქრეთ და ირგვლივ პოზიტიური ატმოსფერო შექმნათ.ქალწულინუ გაღიზიანდებით იმის გამო, რომ ვიღაცებს თქვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამა თუ იმ საკითხზე და თქვენს სიტყვებს უგულებელყოფენ. არაფერს მოგიტანთ საკუთარი უპირატესობის მტკიცება.სასწორიმიჰყევით წინასწარ დაგეგმილ გზას და ნუ შეიტანთ სიახლეებს თქვენს ცხოვრებაში, მით უმეტეს, ნუ შეეცდებით მის მკვეთრად შეცვლას. ახლა ახალი მიმართულებით დაინტერესება თქვენთვის წაგებიანია.მორიელიშესაძლოა, სერიოზულ კამათსა და დაპირისპირებაში, სამართლიანობის ძებნა დაგჭირდეთ. სურვილი გექნებათ, სიცხადე შეიტანოთ არსებულ გაუგებრობებში და წერტილი დაუსვათ განხეთქილებებს, შინ თუ გარეთ.მშვილდოსანიწარმატებას ელოდეთ იმ საქმეებში, რაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და სხვათა ჩარევას, ან დახმარებას არ საჭიროებს. საჭიროა, მეტი კონკრეტულობა და სიცხადე სიტყვებსა თუ ქმედებაში.თხის რქაწარმატებისა და გამარჯვებისათვის, საჭიროა, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი მიზანი და შემოვლითი გზებით, დიპლომატიით და მოხერხებულობით, შეეცადოთ სასურველის მიღებას.მერწყულიდღეს, სხვისი საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, თუმცა, თუ ყურადღებით მიადევნებთ თვალს თქვენს ირგვლივ სიტუაციებს, მოისმენთ სხვადასხვა აზრს, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციაც მოიპოვოთ.თევზებინუ ილაპარაკებთ ზედმეტს და ყველა საკითხს ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ. გაასაიდუმლოვეთ თქვენი რეალური გეგმები და იმოქმედეთ ფრთხილი, გონივრული ნაბიჯებით, მაგრამ თავდაჯერებულად.

moon

1679418405

"ახალმთვარეობაზე კარგია სურვილების ჩაფიქრება. ჰოდა, 21:24 საათზე აიღეთ..." - რას ვაკეთებთ სურვილების ასასრულებლად

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 21 მარტის მნიშვნელობაზე საუბრობს."21 მარტს, თბილისის დროით 21:24 წუთზე ვერძის 1*ზე გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა. მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ხსნის ახალ ერთწლიან ციკლს, ვინაიდან სწორედ ვერძის 1ლი გრადუსზე მზის გადასვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს დგება ხოლმე ასტრონომიული ახალი წელი.ახლა კი არა მხოლოდ მზე იწყებს თავის ახალ წლიურ ციკლს, არამედ მთვარეც. ეს ნიშნავს, რომ განახლებისა და გადატვირთვის ენერგია გაერთიანებულია და ისინი ერთად ქმნიან უნიკალურ კოსმიურ ენერგიას, რომელიც შეიძლება გამოიყენო საკუთარი სარგებლისთვის. დგება სიახლეების, ინიციატივების, ახალი ძიებების და წამოწყებების დრო. ბუნება იღვიძებს და მასთან ერთად უნდა გამოვიღვიძოთ ჩვენც.უშუალოდ 21 მარტი და ასევე პერიოდი მომდევნო ახალმთვარეობამდე უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი იქნება მთელი წლის მოვლენების განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ეს დღე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ ნეგატიურად, წუწუნით, უკმაყოფილების გამოხატვით. არასასრველია ჩხუბი, კონფლიქტები. უნდა მეტი პოზიტივი და ჰარმონია შევიტანოთ ცხოვრების რიტმში, მივუძღვნათ ეს დღე თვითგანვითარებას, გარშემომყოფებისათვის დახმარების გაწევას, სასარგებლო და კეთილ საქმეებს. მით უფრო რომ მზისა და მთვარესთან ახლა ნეპტუნიც შეერთებაში მოდის და სწორედ ჰუმანურობის, სულიერების, თანაგრძნობის გამოჩენისაკენ გვიბიძგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნეპტუნმა შეიძლება იმუშაოს როგორც ილუზიებმა, ფუჭმა იმედებმა, გარეშე ადამიანებისაგან მოტყუების მცდელობებმა...აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მზისა და მთვარის გარდა, ვერძში ახლა იმყოფებიან მერკური, ქირონი და იუპიტერიც, რაც პლანეტების ნაწილობრივი პარადის მაჩვენებელია. სრული პარადები ძალზე იშვიათი მოვლენაა, თუმცა ამ ახალ მთვარეობის მნიშვნელობაზე ეს ნაწილობრივაც იძლევა დასტურს. ვერძის ნიშანში ენერგიის ამხელა კონცენტრაციას შეუძლია ახალ, სრულიად განსხვავებულ ეპოქაში გადაგვანაცვლოს, მაგრამ ამისათვის ჯერ წინა პროგრამები და ვალდებულებები უნდა დავხუროთ" - წერს ნოელი ფეისბუქზე.ასტროლოგი მათ ვისაც სურვილების ჩაფიქრების სჯერა, შემდეგ "დავალებას" აძლევს.ვნახოთ, რა გვევალება:საქართველოს მუნდანურ რუკაში (16/12-2018) ვერძის 1 გრადუსი ხვდება მე12 სახლში, რომელიც ყველაფერ დაფარულს (მათ შორის უცხო ქვეყნის ჯაშუშებსაც ) უკავშირდება. ამიტომ ვფიქრობ, ცნობილი მოვლენების ექო მომდევნო მთვარის ფაზამდე ჯერ კიდევ აქტუალური იქნება. სამწუხაროდ, ეს სახლი თავისთავში ბევრ კარგს არაფერს გულისხმობს, აქ შედის: სადაზვერვო და კონტრდაზვერვის სამსახურები, საიდუმლო შეთქმულებები, ფარული გარიგებები, პოლიტიკური მკვლელობები,დახურული ტიპის დაწესებულებები, გატაცება გამოსასყიდისთვის... ეტყობა ეს თემები გვაქვს დასახური და უკან მოსატოვებელი.ერთადერთი კარგი რაც ამ სახლს გააჩნია - ქველმოქმედებაა და მოდით ჩვენც მაქსიმალურად ეს თემა წამოვწიოთ წინ , იქნებ სხვა, ბევრად უფრო პრობლემურებისათვის აღარ დარჩეს მაშინ ადგილი.რაც შეეხებათ ზოდიაქოს წარმომადგენლებს:განსაკუთრებული დატვირთვა ამ ახალმთვარეობას რა თქმა უნდა ვერძებისათვის ექნება, ასევე თევზების ბოლო გრადუსზე დაბადებულებისთვისაც.საყურადღებო იქნება მათთვის, ვის პირად რუკებშიც ვერძის, კირჩხიბის, სასწორის ან თხის რქის 1 გრადუსზე პლანეტა, ან რუკის მნიშვნელოვანი წერტილებია განლაგებული, ამ ადამიანებს სიფხიზლის გამოჩენა მართებთ, მინიმუმ მთვარის მომდევნო ფაზამდე ანუ სავსემთვარეობამდე. შესაძლოა ეს პერიოდი დაძაბულად წარიმართოს მათთვის.სამაგიეროდ ძალზე კარგი დრო დაუდგათ ლომებს, მშვილდოსნებს, ტყუპებს და მერწყულებს. აგრეთვე მათ, ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნებში რაიმე პლანეტები ჰყავთ.ვინც არ ვახსენე, მათთვის ნეიტრალური პერიოდია.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ზოგადი პროგნოზი, რომელშიც პირად რუკას აუცილებლად შეაქვს ხოლმე კორექტივები.თქვენი ჰოროსკოპის, ინდივიდუალური პროგნოზის ან სხვა ასტროლოგიური მომსახურებისათვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადში.ახლა კი თუ რატომ დევს სტატიის ფონზე გასაღებების და არა ახალი მთვარის სურათი  ახალმთვარეობაზე როგორც იცით, კარგია სურვილების ჩაფიქრება. ჰოდა ამ ახალ მთვარეზე 21:24-ზე რამე უხმარი გასაღები დაიჭირეთ ხელში, უკეთესი იქნება თუ ქირონის სიმბოლოს მსგავსი ფორმა ექნება, და სურვილი ისე ჩაიფიქრეთ.  გისურვებთ კეთილი სურვილები ყველას აგხდომოდეთ.            

სხვადასხვა

1679403420

„მე გაგაფრთხილეთ... “ - როდის უნდა ჩავიფიქროთ ჩვენი მთავარი სურვილი დღეს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 21 მარტის მზებუდობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ რიტუალების შესახებ წერს, რომლებიც ამ საღამოს უნდა შესრულდეს.„ყველას გილოცავთ ახალი სიცოცხლის დასაწყისს გაზაფხულის ბუნიაობას! ახალ ასტროლოგიურ წელს! იუბილარ ვერძებს იუბილეს!მოამზადეთ ეკლესიის სანთელი და ყველაზე მთავარი სურვილები ჩაუთქვით დღეს, 21:23 სთ-იდან ყველაზე პოზიტიური განწყობით შევხვდეთ ამ ბედნიერი სიცოცხლის საწყისს უფლის ნებითა და მფარველობით ა ხ ა ლ ი ფურცლიდან ვიწყებთ ყველა ცხოვრებას! სხვანაირად აღარ გამოვა ჩემო კარგებო!…წინა კვირაში მე გაგაფრთხილეთ მოიშორეთ ყველა ზედმეტი ნივთებიც და ადამიანებიც!ვისაც ჯერ არ გაგიკეთებიათ ან პროცესში ხართ, დააჩქარეთ და გააკეთეთ, სხვა შემთხვევაში ეს მოხდება მტკივნეულად, ამიტომ ჯობია თქვენ თვითონ გააკეთოთ, მოაწესრიგეთ ყველა საბუთი, მოიშორეთ ყველაფერი რასაც არ იყენებთ, წაშალეთ ყველა ნომერი რომელიც აღარ გჭირდებათ, გაასუფთავეთ ტელეფონები, კომპიუტერები, მეილები ყოველგვარი ზედმეტი ინფორმაციებისგან!!!გაბედეთ და დაიწყეთ ახლებურად ცხოვრება“, - წერს მიხეილ ცაგარელი.

ცისფერი კატა

1679340270

01:24 საათზე კატის წელი შემოდის - მარტივი პრაქტიკული რიტუალები და რჩევები ასტროლოგისგან

20-21 მარტი - გაზაფხულის ბუნიობაა (დღეღამტოლობა). ამ დღეს, მზე 01:24 სთ ზე (საქართველოს დროით) ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს.ამ დღეს ასტროლოგები კოსმიური ახალი ციკლის დასაწყისს უწოდებენ.   მომდევნო ერთი კვირა სასიკეთო და ეფექტურია ნებისმიერი წამოწყებისთვის!ამ დღეს ბევრ ქვეყანაში ზეიმობენ, მითოლოგიაც გაჯერებულია მრავალი საინტერესო ამბითა და პერსონაჟით. ანგლოსაქსონურ ტრადიციებში ოსტარას დღეს ზეიმობენ, რომელიც განთიადის, გაზაფხულის ქალღმერთად ითვლება. მისი საყვარელი ცხოველია კურდღელი, ხოლო სიმბოლო კვერცხი. აღმოსავლურ ქვეყნებში ზეიმობენ ნოვრუზობას (სპარსულიდან - ახალი დღე). ასევე ჯეჯილითა და კვერცხებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.ძალიან წააგავს ამ დღესასწაულის ტრადიციები, ჩვენთვის ნაცნობ აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ქრისტიანული (მართლმადიდებელი) სამყარო წელს 16 აპრილს ზეიმობს.  მარტივი პრაქტიკული რიტუალები და რჩევები:1 - გაანულეთ ყველა წარსულის ნეგატიური პროგრამა, დაიწყეთ ახალი ცხოვრება, გარისკეთ, იაქტიურეთ, ეს არის გაზაფხულის, სიცოცხლის, ცეცხლის ენერგიის პირველი იმპულსი, როგორც ჩაივლის თქვენი დღე, ისეთივე იქნება მთელი წელი.2 -გამოაცხვეთ ბლინები, შეიქმენით საზეიმო განწყობა, გააწყვეთ სუფრა ხილით, ტკბილეულით, დაანთეთ სანთლები. გაუმასპინძლდით მეგობრებსა და მეზობლებს.3 - ჩამოწერეთ თქვენი სურვილები გეგმებად და იზრუნეთ მათ განხორციელებაზე.4 -თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი და შემოსავლები, ღამით ბალიშის ქვეშ მოათავსეთ მონეტა ან კუპიურა. სიზმარში აუცილებლად მიიღებთ მინიშნებას.5 - თუ მეწყვილე არ გყავთ, ბალიშის ქვეშ ნიშნობის ბეჭედი ან ბანქო უნდა მოათავსოთ, სიზმრად ნახავთ მინიშნებას, თუ უსიამოვნო სიზმარს ნახავთ, დილით მიიღეთ შხაპი და თქვენი სიზმარი წყალს გააყოლეთ.6 - ჩაიცვით ახალი სამოსი ან ფეხსაცმელი, მოათავსეთ (ფეხსაცმელში ან სამოსის ჯიბეში) ფურცელი, წარწერით : „წარმატება“ ან „იღბალი“ ან „ჯანმრთელობა“ და ა.შ.იყავით თამამი და გაბედული, ხმამაღლა განუცხადეთ სამყაროს თქვენი სურვილები და იყავით ბედნიერი!მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ.

ჰოროსკოპი

1679340000

ხვალ გაზაფხულის ბუნიობაა - 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 1-29-ე  დღე. ამ დღის მთავარი ციური მოვლენა გაზაფხულის ბუნიობაა. ამ დღეს, მნიშვნელოვანია,  თავიდან აიცილოთ აურზაური და აურზაური, ყველაფერი, რაც ზედმეტი შფოთვის გამომწვევი იქნება, რათა შევინარჩუნოთ ენერგია და გონებრივი სიცხადე საღამომდე. ალკოჰოლის გამოყენება არასასურველია.  ნახეთ, როგორ აისახება ახალმთვარეობა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:ვერძიგათავისუფლება, დასრულება, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დამოკიდებულება. იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე. ფინანსებთან დაკავშირებით, გქონდეთ გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის იმედი.კუროახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, პროექტები, სასიყვარულო კუთხითაც მნიშვნელოვანი პერიოდია. გაითვალისწინეთ, კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მოგებიანია.ტყუპებიმოუფრთილდით ჯანმრთელობას, დაქვეითებულია ენერგოტონუსი. მიმართეთ დახმარებისთვის ბუნებას. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის მშვენიერი დროა.კირჩხიბიდასვენების დროა. შემოქმედებითი ენერგია, ამაღლებული განწყობა გეხმარებათ სიტუაციების სწორად შეფასებასა და მართვაში. თუ ზრდასრული ხართ და ჯერ არ გყავთ, ის დროა, დაფიქრდეთ ოჯახის შექმნაზე.ლომიარაპროგნოზირებადი მოვლენები, ცხოვრების რელსებს ცვლის, ეს არც თუ ისე სასიკეთოდ აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, ცვლილებებმა შესაძლოა, თავი იჩინოს სახლის, უძრავი ქონების, ოჯახთან დაკავშირებულ თემებში.ქალწულისიახლეები, საინფორმაციო სივრცის გაზრდა, შემეცნების დროა, ახალი კომუნიკაციები, საბუთების გაფორმება, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური. ასევე, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან სიტუაციების დალაგება.სასწორიახალი ფინანსური წყაროები, ახალი ნაყოფიერი იდეები, საჩუქრები, შემოსავლების ზრდა. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მატერიალური ღირებულებებია აქტუალური.მორიელიცვლილებები იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირადი საკითხებით. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, ნუ შეჩერდებით, თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს, იგრძენით საკუთარი ძალა.მშვილდოსანიიზოლაცია, განმარტოება, ნაჭუჭში ჩაკეტვა, ეს ისაა, რისი სურვილიც შესაძლოა, გაგიჩნდეთ. მოერიეთ საკუთარ თავს. სიახლეების დროა, გამოიყენეთ ეს პერიოდი პროდუქტიულად. თხის რქაწარმატებული პერიოდია, სოციალურ აქტივობებში ჩართულობა, აღიარება, ავტორიტეტის ზრდა. წარმატების შანსები ყველა მიმართულებით მატულობს.მერწყულიკარიერული საკითხებია აქტუალური, სტატუსის მხრივ, ცვლილებებია მოსალოდნელი, სირთულეებმა შეიძლება, იჩინოს თავი, გაუთვლელი მოვლენების განვითარების გამო. თუ სამსახური არ გაქვთ, ახლა შესაფერისი დროა გადახედოთ ვაკანსიებს.თევზებიგანათლების თემების აქტუალიზაცია, სახელმწიფო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვანი მიღწევები გელოდებათ, საბუთების მოგვარება, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სწორად ახლა შეიძლება გადაწყდეს.

საფულე

1679337481

ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება ფინანსური წარმატება 2023 წლის გაზაფხულზე

გაზაფხული ადამიანებს ბევრ ახალ შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის ფინანსურსაც. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის 2023 წლის გაზაფხულის პირველი ნახევარი „ფულიანი“ იქნება.ტყუპებს განსაკუთრებით გაუმართლებთ ფულში. ეს ენერგიული და ადვილად კომუნიკაციის მქონე ადამიანები შეძლებენ თავიანთ ცხოვრებაში ფინანსების მოზიდვას კომუნიკაბელურობის წყალობით. ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილებების ძიებაში მათ აქვთ შანსი, შეხვდნენ გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებს, თავიანთი პროფესიული საქმიანობის სფეროში, რითაც აღმოაჩენენ წარმატების გზას.მათ უბრალოდ, უნდა ეცადონ აიღონ ინიციატივა, არ შეჩერდნენ ჩვეულ შაბლონებზე და უფრო ხშირად ატარონ ექსპერიმენტები. ამ შემთხვევაში გონივრული რისკიც კი გამართლებულია.გაზაფხულის შუა რიცხვებში მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ და მატერიალური თვალსაზრისით ბევრის ყიდვას შეძლებენ.ქალწულიამ ნიშნის წარმომადგენლებს ფულის პრობლემა იშვიათად აქვთ, იციან, სად და როგორ იშოვონ ფული, იციან კარგად და კეთილსინდისიერად როგორ იმუშაონ, ბიუჯეტის სწორად გადანაწილება და ამავდროულად ადვილად ეგუებიან გარემოებებს.გაზაფხული კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს ქალწულებს, მაგრამ მათთვის ეს ადვილი არ იქნება. მათ მოუწევთ შრომა, რათა განახორციელონ ყველა გეგმა და მიაღწიონ მოსალოდნელ შემოსავალს და გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა.ერთადერთი, რაზედაც ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა იფიქრონ, თუ როგორ შეინარჩუნონ მოტივაცია და ენერგიის მაღალი დონე, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნათ.მშვილდოსანიენერგიულ და მუდამ მზად მოქმედებისთვის, მშვილდოსანს გაზაფხულზე იქნება ენერგიის პიკი, ამიტომ შეძლებენ ნებისმიერი ექსპერიმენტის, ინოვაციური გადაწყვეტილებების და ახალი, ყველაზე სარისკო პროექტების გაკეთებას. სწორედ მათში შეძლებენ აჩვენონ თავიანთი პროფესიული თვისებები და მიაღწიონ ფინანსური კეთილდღეობის ახალ დონეს.გარდა ამისა, მათ ბუნებრივი ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა დაეხმარება. მშვილდოსნები არასოდეს კარგავენ იმედს და ყოველთვის დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება მათ გზაზე. ეს კარგი დამუხტვაა მათი ამოუწურავი ენერგიისთვის.მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ გარშემომყოფებს და ეცადონ არავის გაუზიარონ თავიანთი გეგმები, რადგან მათ ყოველთვის ჰყავთ ბევრი შურიანი ადამიანი, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ მათ წარმატებას.თევზებითევზებს წარმოუდგენლად გაუმართლებთ გაზაფხულის პირველ ნახევარში, ისინი შეძლებენ გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო თვისებები და პროფესიული უნარები, რაც მათ ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს გაუხსნის. ეს მოულოდნელად მოხდება თვით თევზებისთვისაც კი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დაიბნეთ, მაგრამ საჭირო დროს შეინარჩუნოთ მონდომება და თავდაჯერებულობა.ფინანსური წარმატების გასამყარებლად თევზები კარგს გააკეთებენ, თუ დროს დაუთმობენ სწავლას და შეეცადებიან, ისწავლონ უფრო პროფესიონალი კოლეგებისგან. ეს ის შემთხვევაა, როცა კოლექტიურ საქმიანობას შეუძლია უკეთესი შედეგი და მეტი პერსპექტივის მოტანა, ვიდრე ინდივიდუალურს.გაზაფხულის ბოლოს თევზებს შეუძლიათ გააკეთონ დიდი შესყიდვები, რაზედაც აქამდე არც კი უოცნებიათ და კარგად დაისვენონ, რათა აღადგინონ ძალა შემდგომი მიღწევებისთვის.