წყალი 22 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალმომარაგება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 30 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, მეფრინველეობის ქუჩაზე,  წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 30 აპრილს დილის 10:00 საათიდან 01/05-ის 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ლილოს დასახლებას კვარტლებით და მიკრო რაიონებით, ჭირნახულის, დავით კობახიძის, ევგენი აფხაზავას ( თავის შესახვევებით ), ზურაბ ნამორაძის, თენგიზ სტურუას, გოკიელის და მეფრინველეობის ქუჩებს თავის შესახვევებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.