24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, ქმარსა და ცოლს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა, რა დროსაც 50 წლამდე ქალმა 70 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
კაცს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით ქალი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.