8 ნივთი სახლში, რომელიც სიცოცხლეს ისე გვისწრაფებენ, ვერც კი ვხვდებით

ჭურჭელი

ნივთები, რომლებიც ბევრ ოჯახშია, შესაძლოა, უსაფრთხო გვგონია, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება, სიცოცხლეც მოგვისწრაფოს.

შეეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ მათი გამოყენება.

საყოფაცხოვრებო ქიმია

რაც არ უნდა ეკოლოგიურად სუფთად იყოს წარმოებული აღნიშნული საშუალებები, როგორც აღმოჩნდა, მათში შემავალი ტოქსინები ადამიანებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. 

მაგალითად, ქლორის ორთქლი ყველაზე საშიშია. მისი ხშირი ჩასუნთქვა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების გაჩენას, ჰიპერტენზიის განვითარებას (მაღალი წნევა), ასევე ალერგიული რეაქციის გამწვავებას იწვევს, რომელიც დროთა განმავლობაში ბრონქულ ასთმაში გადაიზრდება. ასევე, ჰაერის გამწმენდში შემავალი ეთილენგლიკოლი ძლიერ ქოშინს, აჩქარებულ გულისცემას, თავის ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. გარდა ამის, ფტალინის მჟავის ეთერები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიაში შედის, კიდევ უფრო დამაზიანებელია. როგორც აღმოჩნდა, მას შეუძლია, ორსულ ქალზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს და სამომავლოდ, ბავშვის რეპროდუქციულ უნარებსა და განვითარებაზე უარყოფითად აისახოს.

ცუდი ვენტილაცია

ოთახში არსებული მიკროკლიმატი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. თუ ოთახი კარგად არ ნიავდება, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სახლში ობი და ჭუჭყი დაგროვდეს, ალერგენები გამოიყოს და სხვადასხვა დაავადება განვითარდეს. მათ შორისაა, ონკოლოგიური დაავადებებიც.

ავეჯი, რომელიც "დეესპესაგანაა" დამზადებული
მსგავს ავეჯს ფასისა და ხელმისაწვდომობის გამო ბევრი ადამიანი იყენებს. თუმცა, ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები სრულიად უხარისხო საშუალებებს მიმართავენ. თუ ავეჯი მძაფრი ქიმიური სუნით ხასიათდება, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ ფენოლს და ფორმალდეჰიდს გამოჰყოფს, რამაც შეიძლება არა მხოლოდ ალერგია, არამედ საკმაოდ მძიმე დაავადებები, მათ შორის, სიმსივნეც გამოიწვიოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხარისხიან ავეჯზე ფულის დაზოგვა არ ღირს.

ვინილის შპალერი

მიუხედავად იმისა, რომ ვინილის შპალერი ვიზუალურად კარგად გამოიყურება, ორგანიზმისათვის საშიშია. პოლივინილ ქლორიდი საკმაოდ გამძლე მასალაა, თუმცა ის ჰაერს არ ატარებს. შედეგად ობი, სოკო წარმოიქმნება. ამის გამო კი შესაძლოა, არაერთი პრობლემის წინაშე დავდგეთ.

გაუმართავი ელექტროობა

თუ ბინას ძველ კორპუსში ყიდულობთ, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძველი გაყვანილობები თანამედროვე ტექნიკის სიმძლავრისთვის ხშირად შეუსაბამოა და შესაძლოა, საკმაოდ დიდი საფრთხე შეგიქმნათ. მოხდეს მოკლე ჩართვა და ხანძარი განვითარდეს.

სინთეტიკური ხალიჩები

ხალიჩები დღემდე სახლის პოპულარულ აქსესუარად ითვლება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მტვერს აგროვებს და მთელ გარემოს აბინძურებს. ეს კი ალერგიული რეაქციების, ასთმის და მრავალი სხვა რესპირატორული დაავადების განვითარებას იწვევს.

ხოლო, თუ სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ხალიჩა გაქვთ, მაშინ სიტუაცია ორმაგად მძიმდება. ის პოლიპროპილენის, აკრილის, პოლიურეთანის, ვინილისა და ნეილონისგან შედგება, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

პლასტმასის ჭურჭელი

პლასტმასის ჭურჭელი, კონტეინერები ბევრ ოჯახში ძალიან პრაქტიკულ ნივთებად ითვლება და ხშირად იყენებენ. ზოგჯერ ხანგრძლივი დროითაც ინახავენ. სინამდვილეში , პლასტმასის ჭურჭელი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. დროთა განმავლობაში, პათოგენური მიკრობები და ბაქტერიები გროვდება, რომლებიც ჩვენს ორგანიზმშიც აღწევს. ასევე, პლასტმასი გათბობის დროს ბისფენოლ A-ს და ფტალატს გამოჰყობს. ამ ნივთიერებებს კი შეუძლიათ, არაერთი პრობლემა შექმნან. მათ შორის, შეცვალონ ადამიანის ჰორმონალური დონე.

ლაზერული პრინტერი

დღეს პრინტერი არა მხოლოდ ოფისებში, არამედ სახლებშიც გვხვდება. ის საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია უსწრაფესად დავბეჭდოთ და გამოვიყენოთ. თუმცა, კვლევების თანახმად, პრონტერს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. საქმე ისაა, რომ ბეჭდვისას მოწყობილობა საბეჭდი ფხვნილის-ტონერის პაწაწინა ნაწილაკებს გამოჰყოფს. ის რამდენიმე წამში აღწევს ფილტვებში, იწვევს სუნთქვის გაძნელებას და შედეგად შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები განვითარდეს.

გარდა ამისა, თუ პრინტერში ოზონის ფილტრი რეგულარულად არ იცვლება, ამან შეიძლება სისხლის დაჟანგვა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

წყარო: მშობლები