კახეთში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს

დაკავება

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს.
შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და სასჯელაღსრულების დაწესებულება ახლახან დატოვა.

მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით წაუყენეს.