ძმამ ტყუპისცალი და მანქანაში დატოვა, 15 წუთის შემდეგ კი გოგონა გაუჩინარდა - რატომ ვერ იპოვეს მართა გრინი 37 წლის განმავლობაში

მართა გრინის საქმ

პატარა ქალაქი უაიტ ბლეფი, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც სამ ათასი ადამიანია. ირგვლივ მხოლოდ კერძო სახლებია, რომელთა მფლობელები საშუალო კლასის შეძლებული ამერიკელები არიან. იმ წლებში დასახლებული პუნქტიდან თხუთმეტ კილომეტრში გზისპირა მოტელი იყო.

1987 წლის 14 აპრილს თბილ დღეს, 17 წლის მართა ლინ გრინი გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებოდა, რომელიც მეორე დღეს უნდა გამართულიყო.

გოგონას ძმამ, ლოუსონმა მანქანა წაიღო მოტელში დის წასაყვანად. გზაში ბევრი ისაუბრეს და გამოსაშვები დღის შემდეგ გეგმებიც დასახეს,  მაგრამ უცებ ტყუპებს ბენზინი გაუთავდათ. ახალგაზრდამ მანქანა გზის პირას გაიყვანა და დაიწყო ფიქრი, რა გაეკეთებინა. გვიან საღამოს გზატკეცილზე მანქანები პრაქტიკულად არ იყო. ირგვლივ ტყე და სიბნელე იყო - მხოლოდ დახმარების იმედი ჰქონდათ.


 დახმარება და გაუჩინარება

საბედნიეროდ, და-ძმას გადარჩენისთვის დიდხანს ლოდინი არ მოუწიათ. მალე დაქორწინებულმა წყვილმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, მანქანით მათ გვერდით გაიარა. როცა მოზარდები შენიშნეს, გაჩერდნენ და ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. როდესაც გაიგეს, რომ ლოუსონს და მართას ავზის ბენზინით ავსება სჭირდებოდათ, მათ შესთავაზეს ახალგაზრდა კაცს აეღო კონტეინერი და ბენზინგასამართ სადგურზე წაეყვანათ.

ტყუპისცალი მაშინვე დათანხმდა და დას სთხოვა, მანქანაში დაბრუნებულიყო. გოგონამ კატეგორიული უარი თქვა და ძმას უთხრა, რომ ის არასოდეს დარჩებოდა მარტო ტყეში. მაგრამ ძმამ დაარწმუნა, რომ მაქსიმუმ 15 წუთში დაბრუნდებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ ბენზინის ქილით დაბრუნებულმა ლოუსონმა დაინახა, რომ მისი და მანქანაში აღარ იყო. მისი ჩანთა, გასაღებები და ძვირფასი ნივთები მძღოლის სავარძელზე იყო, ხელთათმანების განყოფილებაში კი ნივთები ხელუხლებელი იყო. სამგზავრო მხარეს კარი ჩაკეტილი იყო და ჩხუბის ნიშნები არ ჩანდა. როგორც ჩანს, მართა უბრალოდ გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა. მაგრამ სად შეიძლება წასულიყო და რატომ?

დაკარგული გოგონას ძებნა მეორე დილით დაიწყო. პოლიციამ მიმდებარე ტყეები და მინდვრები დაათვალიერა. დღედაღამ მოხალისეები და სპეციალისტები ცდილობდნენ გოგონას თვალყურის დევნებას, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო.

ოთხწლიანი ძიების შემდეგ, ტენესის გაზეთებში გამოქვეყნდა ახალი ამბები სენსაციური სათაურით: „მე მოვკალი ლინ გრინი“. 1991 წელს რობერტ მაკკინლი რიჩარდსმა, რომელიც სასჯელს გაუპატიურებისთვის იხდიდა, მოულოდნელად აღიარა მართას მკვლელობა. კრიმინალის თქმით, ის გზატკეცილზე მიდიოდა, როცა უეცრად გზის პირას გაჩერებული მანქანა დაინახა, რომელშიც მარტოხელა გოგონა იჯდა. მამაკაცი გაჩერდა, მანქანამდე მივიდა და იკითხა, თუ რა მოხდა. თუმცა, ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მანიაკი თითქმის მაშინვე თავს დაესხა მართას, გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა და მისი ცხედარი ტყეში დამარხა.

თუმცა პოლიციამ მაშინვე არ დაიჯერა ეს ვერსია. მათი აზრით, რობერტს ასეტი გეგმა ჰქონდა - პოლიციას მიიყვანდა დანაშაულის ადგილზე, შემდეგ კი გაიქცეოდა. ამიტომ პოლიცია ვარაუდობდა, რომ რობერტი გაქცევის გამო ამ დანაშაულს იბრალებდა. აღიარებიდან მალევე, რობერტი თანამესაკნემ მოკლა.

მართა ლინ გრინის გაუჩინარება დღემდე რჩება გაუხსნელ საქმედ, მაგრამ ოფიცრები არც კი ფიქრობენ დანებებაზე და აგრძელებენ ძებნას. დეტექტივების თქმით, ვიღაცამ ალბათ იცის სიმართლე მომხდარის შესახებ და ამიტომ ოფიცრები არ დანებდებიან, სანამ სიმართლეს არ მიაღწევენ.

მართას მშობლები უკვე გარდაიცვალნენ ისე, რომ ვერ გაიგეს რა დაემართა მათ ქალიშვილს.  მისი ტყუპისცალი ძმა ლოუსონი აგრძელებს თავის ტანჯვას იმის გამო, რომ არ მოუსმინა თავის დას იმ საღამოს და არ წაიყვანა იგი თავისთან.