„სიგიჟეა, სასტიკი ნოკაუტი იყო“ | დენა უაითს ილიას ბოლო ჩხუბები გაახსენეს

დენა უაითი

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, TNT Fight Sports-ს ინტერვიუ მისცა და „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ისაუბრა. უაითს ილია თოფურიას ბოლო ნოკაუტების ვიდეოები აჩვენეს და დენამ თითოეულ მათგანზე ისაუბრა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი

„ილია თოფურიასთან მიმართებით სიგიჟე უფრო ისაა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლისას მახრჩობელა ან მტკივნეულ ილეთებზე ორიენტირებული მებრძოლი იყო. ის ცნობილი თავისი საბმიშენებით იყო, შემდეგ კი დგომში დაუდგა მეტოქეებს, რომლებიც ნამდვილი მონსტრები არიან. ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრ ვოლკანოვსკია, რომელიც დაანოკაუტა, რამაც ხალხი შოკში ჩააგდო. მაშინ რა ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე