ალექსი დავითაშვილი

1785239528

„ჯარჯი კარგი ვარიანტი იქნება“ - დავითაშვილი გუჯეჯიანის წასვლას გამოეხმაურა

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც 4-დან 16 ოქტომბრამდე აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს, ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ასეთ დროს წამყვანი ქვეყნების ნაკრებთა უმეტესობა მზადების გადამწყვეტ ეტაპს გადის და წესით, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც ანალოგიურ სიტუაციაში უნდა იყვნენ, თუმცა მოხდა ისე, რომ ძიუდოისტები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, რაც მზადების პროცესში გარკვეულ შეფერხებებს თავისთავად გამოიწვევს. ლაშა გუჯეჯიანმა, რომლის ხელმძღვანელობითაც სპორტის ამ სახეობაში უკანასკნელ წლებში საქართველომ არნახულ წარმატებებს  მიაღწია, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  ქართულ ძიუდოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ალექსი დავითაშვილის მოსაზრების მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა - ვეტერან ძიუდოისტებს შორის მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი და ქართულ ჭიდაობაში 8-გზის აბსოლუტური ფალავანი გუჯეჯიანის წასვლით ბუნებრივია უზომოდ გულდაწყვეტილია, თუმცა თვლის, რომ სპორტის ამ სახეობაში საქართველოს წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება, რაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.  ალექსი დავითაშვილი„ლაშა გუჯეჯიანმა რაც მოსაგები იყო, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ყველაფერი მოიგო და მისი წასვლა ბუნებრივია დიდი დანაკლისი იქნება. თავადაც კარგად უწერია მიზეზი, რომ ძველებური მოტივაცია აღარ ჰქონდა, რაც ნამდვილად არ მიკვირს. უცნაური არაფერია იმაში, რომ როდესაც შენს ქვეყანას ამდენ წარმატებას მოუტან, მუშაობას დროებით დასვენება ამჯობინო...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ზურიკო დავითაშვილი

1785239412

რატომ უნდა იყიდოს ატალანტამ დავითაშვილი - იტალიური სააგენტოს ვრცელი სტატია

ბოლო დღეებში, ფრანგულ და იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ სერია A-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა, „ატალანტან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკებები გააქტიურა და ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს.  ბერგამოელების ინტერესის პარალელურად, ქართველი შემტევი ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. „ატალანტასთან“ დაახლოებული სააგენტო Calcio Atalanta ზურიკოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაიმატოს მაურისო სარის გუნდმა ქართველი ფეხბურთელი.  რა წერია სტატიაში:ვინ არის ზურიკო დავითაშვილი:  მახასიათებლები, ამპლუა და როგორ შეიძლება მოერგოს ქართველი მაურიციო სარის „ატალანტას“ბოლო კვირებში „ატალანტასთან“ დაკავშირებულ სახელებს შორის არის ზურიკო დავითაშვილიც, ქართველი შემტევი გარემარბი, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიქცია თავისი დრიბლინგითა და ერთ-ერთზე თამაშის უნარით. მაგრამ, ვინ არის დავითაშვილი? როგორია მისი ტექნიკური და ტაქტიკური მახასიათებლები? და რაც მთავარია, როგორ მოერგება ის მაურიციო სარის გაწვრთნილ „ატალანტას“? მოდით, მეტი გავიგოთ კვარაცხელიას თანამემამულის შესახებ.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კიტეიშვილი

1785239242

„ეს არც მისთვის და არც ჩვენთვის არის მარტივი“ - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა

ხვალ, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში შოტლანდიურ „ჰარტსს“ დაუპირისპირდება.  შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა გუნდის ქართველი ლიდერის, ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 30 წლის ნახევარმცველს წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია, რის გამოც „ჰარტსთან“ პირველ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა. იქნება თუ არა კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში - დღევანდელ პრესკონფერენციაზე ინგოლიჩს სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს.  რას ამბობს ინგოლიჩი:„კიტეს ყოველთვის უდიდესი გავლენა აქვს. ის ჩვენი კლუბის და, ბოლო წლების განმავლობაში, მთლიანად ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. მას სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია, ამიტომ არც მისთვის და არც ჩვენთვისაა მარტივი, რომ საჭირო მომენტში სწორი დატვირთვა მივცეთ. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა. ის ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ...“ განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ზივზივაძე

1784571736

„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.  „1. FC Heidenheim 1846“-თან ერთად ბუნდესლიგაში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე მე-2 ლიგაში დაბრუნდა და მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

წიტაიშვილი

1784571598

გერმანული, ფრანგული და ნიდერლანდური ვარიანტები | რას გადაწყვეტს წიტაიშვილი

Footmercato-ს ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესს „ლორიანი’’, პსვ და „ფრაიბურგი’’ იჩენენ. ფეხბურთელის მიმართ „ლორიანი’’ განსაკუთრებულად დაინტერესებულია, წიტაიშვილისთვის ლიგა 1-ში დარჩენა მიმზიდველი ვარიანტია, თუმცა ნიდერლანდური პსვ და გერმანული „ფრაიბურგი’’ ფეხბურთელის გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე ფეხბურთელს გადაწყვეტილება არ მიუღია.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ოქროს ბურთი

1784571475

ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ათეულში ბევრი ცვლილებაა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო გამოცემა Goal.com-მა 2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტთა სია განაახლა, რომელშიც სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას რეგრესი აქვს და მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა. 1 კვირის წინანდელ რეიტინგში ქართველი შემტევი მე-7 პოზიციაზე იყო, თუმცა მუნდიალის შემდეგ პოზიციები საგრძნობლად შეიცვალა.  Goal.com-ის ვერსიით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების შემტევი ჰარი კეინია, მეორე პოზიციაზე ლამინ იამალი აღზევდა, მესამე საფეხურზე კი ლიონელ მესია.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

თოფურია

1781500080

ილია თოფურია თეთრ სახლში, ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა

ილია თოფურია თეთრ სახლში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე დამარცხდა.ქართველმა მებრძოლმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან წააგო და შესაბამისად, ჩემპიონის ქამარიც დაკარგა.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში ჩატარდა. გადაწყვეტილება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ემსახურებოდა.

პორიე

1781406402

„ძალიან მინდა, ილია ამ პოზიციაში ვნახო...“ - როგორია პორიეს პროგნოზი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბის შესახებ თავისი მოლოდინები გააზიარა.  რას ამბობს პორიე:„ვნახე რაც მოხდა ილიას და ჯასტინს შორის და არ ვიცი, რა ხდება. თუმცა ვნახე, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ჯასტინმა თქვა: „მესმის, შენმა ცოლმა რატომაც მიგატოვა“ ან რაღაც მსგავსი, „ხალხს შენს გარშემო ყოფნა არ უნდაო“ და არ ვიცი, ილია ცდილობს ამას ჩაეჭიდოს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას თუ რა. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჯასტინს მისი ცოლისთვის დიდი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე არაა...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

თოფურია

1781406212

„ხვალ საღამოს ამერიკული ოცნებით ვიცხოვრებთ“ - აწონვების ცერემონია და ბოლო Face-off

თეთრ სახლში, UFC Freedom 250-ის აწონვების ცერემონია მებრძოლების ბოლო პირისპირ დგომი გაიმართა, სადაც მთავარი ყურადღება ბუნებრივია, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე იყო გამახვილებული. ბრძოლამდე, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ერთმანეთთან ბოლო Face-off ჰქონდათ, რის შემდეგაც ბოლო კომენტარებიც გააკეთეს.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ბართიშვილი

1781406068

„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, ანდრია ბართიშვილი ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, უკვე იქცევს ევროპული გუნდების ყურადღებას და სხვადასხვა კლუბების სკაუტები მის თამაშს აქტიურად აკვირდებიან.  ქართველი შემტევის შესახებ ცოტა ხნის წინ, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ დაახლოებულმა Morning-foot-მა დაწერა ბართიშვილს „შემდეგი კვარაცხელია და დავითაშვილიც“ უწოდა.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ბარკოლა

1781319480

კვარასთან კონკურენციის გამო? - ბარკოლა დიდი ალბათობით, პსჟ-ს დატოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა, პარიზული გუნდი დატოვოს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ, ფრანგმა შემტევმა ქართველთან კონკურენცია აშკარად წააგო და ამის გამო, გუნდის დატოვებასაც განიხილავ, რათა რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს.  გამოცემა წერს, რომ ბარკოლას დამატების მთავარი კანდიდატები პრემიერ ლიგის გიგანტები, „ლივერპული“ და „არსენალი“ არიან. მოჰამედ სალაჰის წასვლისა და ამ სეზონში შეტევაში არსებული სირთულეების ფონზე, „ლივერპული“ ფლანგების გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. მეორე მხრივ, ინგლისური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნების შემდეგ, „არსენალი“ აპირებს შანსი ხელიდან არ გაუშვას და წარმატებული მომენტით ისარგებლოს.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ბენიტესი

1781319360

„პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება“ - ბენიტესმა მუნდიალზე ისაუბრა

„ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი წუხს იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ვერ მიიღო.La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რომელი დიდი მოთამაშე დააკლდება 2026 წლის მუნდიალს, ესპანელმა უპასუხა:  „ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება, ის ყველაზე მეტად მოგვენატრება. შემდეგ, რა თქმა უნდა ოსიმენიც, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაპოლიში“ თამაშობდნენ და ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუმცა, ასევე უნდა დავამატო ჟიელინსკი და ლევანდოვსკიც — ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე