„ჯარჯი კარგი ვარიანტი იქნება“ - დავითაშვილი გუჯეჯიანის წასვლას გამოეხმაურა

ალექსი დავითაშვილი

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც 4-დან 16 ოქტომბრამდე აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს, ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ასეთ დროს წამყვანი ქვეყნების ნაკრებთა უმეტესობა მზადების გადამწყვეტ ეტაპს გადის და წესით, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც ანალოგიურ სიტუაციაში უნდა იყვნენ, თუმცა მოხდა ისე, რომ ძიუდოისტები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, რაც მზადების პროცესში გარკვეულ შეფერხებებს თავისთავად გამოიწვევს. ლაშა გუჯეჯიანმა, რომლის ხელმძღვანელობითაც სპორტის ამ სახეობაში უკანასკნელ წლებში საქართველომ არნახულ წარმატებებს  მიაღწია, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  

ქართულ ძიუდოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ალექსი დავითაშვილის მოსაზრების მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა - ვეტერან ძიუდოისტებს შორის მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი და ქართულ ჭიდაობაში 8-გზის აბსოლუტური ფალავანი გუჯეჯიანის წასვლით ბუნებრივია უზომოდ გულდაწყვეტილია, თუმცა თვლის, რომ სპორტის ამ სახეობაში საქართველოს წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება, რაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.  

ალექსი დავითაშვილი

„ლაშა გუჯეჯიანმა რაც მოსაგები იყო, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ყველაფერი მოიგო და მისი წასვლა ბუნებრივია დიდი დანაკლისი იქნება. თავადაც კარგად უწერია მიზეზი, რომ ძველებური მოტივაცია აღარ ჰქონდა, რაც ნამდვილად არ მიკვირს. უცნაური არაფერია იმაში, რომ როდესაც შენს ქვეყანას ამდენ წარმატებას მოუტან, მუშაობას დროებით დასვენება ამჯობინო...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე