„აიღეთ ნებისმიერი სუფთა, მბზინავი მონეტა... მსუბუქად შეახეთ დარიჩინს“ - რიტუალი ფინანსური იღბლისთვის

მონეტა

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში  ფულის მოზიდვის რიტუალს გვიზიარებს. 

„მონეტა ფულისა და ფინანსური იღბლისთვის  
ზოგჯერ საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ: შესაძლებლობები იშვიათად აკაკუნებენ კარზე წარწერით :
„ეს თქვენი მოულოდნელი შემოსავალია“.  
ხშირად ისინი მოდიან შეტყობინების, შეთავაზების ან იდეის სახით, რომელსაც აქამდე ვერ ან არ ვაქცევდით ყურადღებას.
  პატარა პრაქტიკა: აიღეთ ნებისმიერი სუფთა, მბზინავი მონეტა. მსუბუქად შეახეთ დარიჩინს, შემდეგ გაწმინდეთ და ჩუმად წარმოთქვით:
„შენ უბრალოდ მონეტა არ ხარ , შენ მახსენებ, რომ შესაძლებლობები შევამჩნიო. დაე, ჩემთან მოვიდეს ის კარგი, რისთვისაც მზად ვარ.“
ატარეთ ეს მონეტა საფულეში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი დადეთ იმ ადგილას, სადაც ფულს ან ფინანსურ ჩანაწერებს ინახავთ.
და აუცილებლად გადადგით ერთი პრაქტიკული ნაბიჯი: უპასუხეთ გადადებულ შეთავაზებას, შეამოწმეთ მნიშვნელოვანი შეტყობინება ან ჩაიწერეთ იდეა, რომელიც დიდი ხანია თავში გიტრიალებთ.
  მონეტას ერთი პატარა დამხმარე მაინც სჭირდება — თქვენი მოქმედება.
  და კიდევ ერთი რჩევა: თუ მონეტა მოულოდნელად გაქრა, ჯერ ჯიბეები შეამოწმეთ. სარეცხ მანქანასაც უყვარს „მოულოდნელი შემოსავალი“,- წერს იოსელიანი. 

✕