1760126513
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელი აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელი აღდგენილია და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.












