„აირზენას“ ბორტგამცილებლებმა გადაარჩინეს მგზავრი, რომელიც თვითმფრინავის დაშვების დროს შეუძლოდ გახდა

ბორტი

ბორტგამცილებლებმა გადაარჩინეს მგზავრი, რომელიც თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვების დროს შეუძლოდ გახდა. ინფორმაციას მედიაჰოლდინგი „კვირა“ ავრცელებს.

კერძოდ, 30 სექტემბერს ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით შესრულებული რეისის დროს თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვების ეტაპზე ერთ-ერთ მგზავრს მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და საჭირო გახდა მისთვის დაუყოვნებლივ დახმარების აღმოჩენა.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, ბორტგამცილებლებმა მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ოპერატიულობა გამოიჩინეს. სწორად შეაფასეს შექმნილი ვითარება, დროულად გაუწიეს მგზავრს შესაბამისი დახმარება და მაქსიმალურად ეფექტურად მართეს სიტუაცია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.

ბორტგამცილებლების მოქმედებებმა შექმნილი სიტუაციის მართვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

✕