სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ირაკლი ოქრაძე, გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ლომისაზე წასვლის ინიციატივა თავად გურამ დადიანიძეს ეკუთვნოდა, რომელიც თავდაპირველად გახარებული და მონდომებული იყო, თუმცა გზაში მისი განწყობა მოულოდნელად შეეცვალა.
„...ვისხედით აივანზე, ვლაპარაკობდით და შემოვიდა გურიკა, მოგვიკითხა და დღეს ლომისობაა და რა ვქნათ, არ წავიდეთო? თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა. წავიდა იქ ლაპარაკი, რომ „რა დროს ლომისობაა, დაღამდება ცოტა ხანში“. საღამო იყო, ალბათ 4, 5, 6 საათი...
გურიკა იძახის, მანქანას მე მოვიყვან და უცებ მოვაგვარებთ ყველაფერს. სახლიდან გავიდნენ „მარშუტკის“ მოსაძებნად. მოვიდნენ სადღაც ნახევარ საათში და „მარშუტკა“ უკვე მზადაა და გავემზადოთო. ყველანი აქტიურობდნენ - მეც მინდოდა, რატომაც არა, ჩემ მეგობრებთან ერთად წასვლა.
ყველა მოვბილიზდით უცებ... თანხა ავაგროვეთ, გოგოებმა სარაჯიშვილის მეტროსთან იყიდეს პროდუქტები, მოვიდა კახა და წავედით, ალბათ 8-ის ნახევარი, 8 საათი იყო. 17 ადამიანი ვიყავით მძღოლიანად.
ყველას კარგი განწყობა გვქონდა. გურიკა თავიდან ძალიან მონდომებული იყო, გახარებული, ბედნიერი... მაგრამ რომ წავედით და გზას დავადექით, ხასიათი შეეცვალა...
- საერთოდ არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო მისი ხასიათის შეცვლა...“, - ამბობს ირაკლი ოქრაძე.
სრულად, ნახეთ ვიდეო: