ვრცელდება ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები - „ცრემლა“, „პუპსიკა“, „გრიალო“, „რიჟა“ და სხვები ფიგურირებენ

შსს

დღეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, და­ვით კიკ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­შირ­ში მყო­ფი 80 პირი და­ა­კა­ვეს. კი­დევ 14 პირს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა, ნა­წილს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ნა­წილს კი და­უს­წრებ­ლად. მათ შო­რის ერთი სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ ფა­რუ­ლი აუ­დიო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც "ქურ­დულს სამ­ყა­როს­თან" კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ.

 

✕