ვიდეოები

1714379736

VIDEO: „მტირალების სუმო“ - იაპონიაში ფესტივალი „ნაკი სუმო“ ჩატარდა, რომელშიც პატარა ბავშვებს ტირილში აჯიბრებენ

იაპონიაში ტრადიციული ფესტივალი „ნაკი სუმო“ (მტირალების სუმო) ჩატარდა, რომლის დროსაც მცირეწლოვან ბავშვებს ატირებენ. იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ძლიერად ტირის პატარა, მით უფრო დიდი ძალით დააჯილდოვა ის ღმერთმა და მით უფრო ბედნიერი იქნება ცხოვრებაში.ფესტივალზე ბავშვები ერთმანეთს ტირილში სუმოისტების დახმარებით ეჯიბრებიან. რინგზე გამოდის 2 სპორტსმენი, თითოეულს ხელში ბავშვი უჭირავს. მსაჯის სიგნალის შემდეგ, სუმოისტები ბავშვებს ჰაერში წევენ და შეძახილებითა ცდილობენ მათ ატირებას. იმარჯვებს ის, ვინც ამას პირველი მოახერხებს.წელს ფესტივალში 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 

მტირალების სუმო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჩერნობილის შემდეგ დაბადებული

მსოფლიო 1714423507

როგორ ცხოვრობს ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ ერთადერთი დაბადებული გოგონა - რთული ბავშვობის საინტერესო დეტალები

26 აპრილი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადამიანური კატასტროფის წლისთავია. 38 წლის წინ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის რეაქტორი განადგურდა. ტრაგედიის მიუხედავად, გაგიკვირდებათ, მაგრამ დანგრეული სადგურიდან არც თუ ისე შორს, თვითმოსახლეებად წოდებული ადამიანები უკვე ათწლეულებია, რაც საკუთარი რისკის ქვეშ ცხოვრობენ. გაიცანით მარია სოვენკო.1990-იანი წლების დასაწყისში სხვა მოსახლეებთან ერთად, ჩერნობილში დაბრუნდა ლიდია სოვენკოც. 40 წლის ასაკში ქალი სრულიად მარტო დარჩა - მისი ვაჟები დიდი ხანია გაიზარდნენ, ქმარი სხვასთან წავიდა, თავდაცვის საწარმო კი, სადაც იგი მთელი ცხოვრება მუშაობდა, დაიხურა. ლიდია მივიდა მიტოვებულ ჩერნობილში, დაიკავა ერთ-ერთი ცარიელი სახლი ატომურ ზონაში, შემდეგ კი დასაქმდა ერთადერთ სასურსათო მაღაზიაში, რომელიც განაგრძობდა ფუნქციონირებას სპონტანურად ჩამოყალიბებული სოფლიდან არც თუ ისე შორს. მალე სოვენკო შეხვდა მის სიყვარულს, ყოფილ მეხანძრე მიხაილ ვედერნიკოვს, რომელიც დარჩა მეზობელ რეგიონში დამცავ სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა ღვთისგან მივიწყებულ ტყეში. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ქალს უეცრად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სოვენკომ დიდი ხნით გადადო ექიმთან მისვლა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი საბოლოოდ წავიდა საავადმყოფოში, სადაც სპეციალისტმა იმედგაცრუებულმა აცნობა, რომ მას ოპერაცია დასჭირდებოდა სიმსივნის მოსაშორებლად.„ექიმმა მითხრა, რომ ოპერაციისთვის მოვმზადებულიყავი და ჰოსპიტალიზაციის სავარაუდო თარიღიც კი მომცა. მაგრამ ეჭვი მეპარებოდა ამ დიაგნოზის შესახებ“, - იხსენებდა ერთხელ ლიდია.1999 წლის 25 აგვისტოს ღამეს ქალმა ტკივილისგან გაიღვიძა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მშობიარობის ტკივილები ჰქონდა. 47 წლის ასაკში მოულოდნელად სოვენკო დედა გახდა.ლიდიას დაბადებას მისი ქმარი შეძლებისდაგვარად დაესწრო. რამდენიმე საათის შემდეგ ჯანმრთელი გოგონა დაიბადა. მათ გოგონას მარიამი დაარქვეს.მიხეილმა და ლიდიამ იცოდნენ ზონის მკაცრი კანონები - ბავშვებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ აქ ყოფნა, თუნდაც მცირე ხნით. იმისათვის, რომ ოფიციალური პირების ყურადღება არ მიეპყროთ, მშობიარობისთანავე სოვენკო წავიდა სამსახურში და დაანახა მათ, რომ მის ცხოვრებაში უჩვეულო არაფერი მომხდარა. დასახლებულებმა პატარა შეაფასეს, როგორც „ჩერნობილის სასწაული" და ნორმალური ცხოვრების აღდგენის იმედი იმ ტერიტორიაზე, სადაც ყველას ასე ეშინია დაბრუნება. „ბავშვი ყველამ ერთად გავზარდეთ. ზოგიერთი მეზობელი ეხმარებოდა ახალგაზრდა მშობლებს საკუთარი ფერმებიდან საკვებით, სხვები დახეტიალობდნენ მიტოვებულ შენობებში იმ იმედით, რომ მაშასთვის საწოლს, საფენს და სათამაშოებს იპოვიდნენ“,- იხსენებდა ერთ-ერთი მოსახლე.მალევე, ბავშვის დაბადების შესახებ ჭორებმა მიაღწია ოფიციალურ პირებთანაც. სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი სირთულეები. ერთ დღეს, საჯარო მოხელეებმა იძულებით გამოასახლეს ოჯახი ჩერნობილიდან. როგორც ლიდია იხსენებდა, სახლი, სადაც ოჯახი შეასახლეს, საცხოვრებლად უვარგისი იყო და ამ დროს ბავშვი პირველად გახდა ავად. ამიტომ, მათ ისევ ჩერნობილში დაბრუნება გადაწყვიტეს.ბავშვთან ერთად ზონაში შესასვლელად ლიდიას და მიხაილს გოგონა მანქანაში კარტოფილის ტომრებს შორის უნდა დაემალათ. ეს დიდი რისკი იყო, რადგან თუ ზონაში ბავშვის ტირილს გაიგებდნენ, მშობლებს დააპატიმრებდნენ, ბავშვს კი ბავშვთა სახლში გააგზავნიდნენ.ჩერნობილში დაბრუნების შემდეგ ოჯახმა უფრო ფრთხილად მოქცევა დაიწყო. თუ სახლში უცნობები შედიოდნენ, მაშამ იცოდა, რომ დამალვა სჭირდებოდა. გოგონას ალბათ ეგონა, რომ ეს სახალისო თამაში იყო. მშობლები კი შეშფოთებულები იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ ხელისუფლება მათთვის მეურვეობის ჩამორთმევას აპირებდა. თუმცა ჩერნობილის ერთადერთი შვილის დასაცავად ყველა ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის ფეხზე იდგა. როგორც ჩანს, ეს დაეხმარა მაშენკას დედასთან და მამასთან დარჩენილიყო.რაც დრო გადიოდა, ბავშვის შესახებ ინტერესი უფრო და უფრო იზრდებოდა. ერთ დღეს კუბელი ექიმები ჩაფრინდნენ კიევში ატომური აფეთქების შემდეგ დაბადებული ბავშვების გამოსაკვლევად. როდესაც მათ შეიტყვეს მაშას შესახებ, მათ ოჯახი მიიწვიეს კუბაში საკუთარი ხარჯებით, რათა უფრო დეტალური კონსულტაციები გაეწიათ გოგონას ჯანმრთელობაზე. თუმცა, ლიდიას და მიხაილს ეშინოდათ, რომ მათი ქალიშვილი საცდელ საგნად ჩაითვლებოდა და უარი თქვეს ამ ძალიან მაცდურ შეთავაზებაზე.გავიდა წლები, დრო იყო მაშა პირველ კლასში წასულიყო, თუმცა ახლოს სკოლები არ არსებობდა. მასწავლებელმა, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ასევე ჩერნობილში დარჩა, ბავშვს პირადად შეასწავლა საგნები.თავიდან ჩერნობილის ხელისუფლება ნეგატიურად გამოეხმაურა მასწავლებლის ინიციატივას. მიიჩნია, რომ გოგონას განათლების მიღება სჭირდებოდა ნამდვილი სკოლის კედლებში და არა ქოხში. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეწყვიტეს ზეწოლა და მაშამ დაამთავრა დაწყებითი სკოლა მშობლიურ სოფელში. საშუალო სკოლაში სწავლის მიზნით, მარიკას მაინც მოუწია ზონიდან ახლომდებარე ქალაქ ივანკოვოში გადასვლა. გასაკვირია, რომ დედამ, რომელიც იმ დროისთვის მაშას მამას გაშორდა, ცივილიზაციისგან შორს დარჩენა არჩია და გოგონა იმ ბინის პატრონთან დატოვა, რომელშიც მისთვის ოთახი იქირავა.მარიკა სკოლაში კვირაში ხუთი დღე სწავლობდა, შაბათ-კვირას კი დედასთან მიდიოდა. სწავლის დასრულების შემდეგ გოგონა გადავიდა დედაქალაქ ნეზალეჟნაიაში და ჩაირიცხა ერთ-ერთ უნივერსიტეტში მომსახურებისა და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.უახლესი ინფორმაციის თანახმად, სოვენკო სწავლობდა ფასიან განყოფილებაში და სრულად ირჩენდა თავს კიევის ერთ-ერთ ბარში მუშაობით. ამერიკული სერიალის „ჩერნობილის" გამოსვლის შემდეგ, მაშას პიროვნებით მრავალი ქვეყნის ჟურნალისტი დაინტერესდა.  საზოგადოების გაზრდილი ყურადღების ფონზე, მარიკამ ყველა სოციალური ქსელი გააუქმა და უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.  სხვათა შორის, ის კვლავ ცხოვრობს ჩერნობილის ზონაში.„მას არ აინტერესებს საკუთარი უნიკალურობა, რომელიც დაკავშირებულია ჩერნობილში დაბადებასთან. სინამდვილეში, მისთვის საკმაოდ მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ აფეთქების შემდეგ ის ერთადერთი შვილია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ჩერნობილში“, - უთხრა დასავლურ პრესას გოგონას ახლო მეგობარმა.

ქალები

ქვიზი 1714423497

გაიგეთ ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით

ადამიანთა უმეტეს მათგანს სჯერა ასტროლოგიის ჭეშმარიტების, თუმცა განსაზღვრული ნაწილი სისულელედ მიიჩნევს. ფსიქოლოგებიც კი ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხასიათზე გავლენას მისი დაბადების თვეც ახდენს, განსაკუთრებით კი ეს ფაქტი მკვეთრად ისახება ქალის ხასიათზე, ვინაიდან ქვეცნობიერად დიდ გავლენას ახდენს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი ხასიათის ფორმირებაზე. მოდით შევამოწმოთ მართალია თუ არა.წარმოგიდგენთ ქალის დახასიათებას მათი დაბადების თვეების მიხედვით.1. იანვარი. იანვარში დაბადებული ქალები წარმოუდგენელი ამბიციითა და აგრესიით გამოირჩევიან წესრიგის მიმართ. სერიოზულები და კონსერვატიულები არიან. გადაჭარბებულად კრიტიკოსები, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთვის კარგი უნდათ. ახლოს მხოლოდ ისეთ ადამიანებს უშვებენ, ვინც მათ ინტელექტუალურ დონეს შეეფერება საფეხურით.2. თებერვალი. თებერვალში დაბადებული ქალები საოცრად რომანტიულები არიან, ამიტომ მათ დიდი მოთმინებით უნდა მოეკიდოთ, განსაკუთრებით კი მამაკაცებს არ ესმით მათი ღრმა და იდუმალი სულის. საოცრად ცვალებადები არიან, ამიტომ მათ არ ჭირდებათ ნებისმიერი, მხოლოდ ის- განსაკუთრებული. აქვთ ასევე ფანტაზიის საოცარი უნარი, თუმცა აქვე გაითვალისწინეთ, რომ მას თუ კი ერთხელ მაინც მოატყუებთ, სამუდამოდ დაკარგავთ.3. მარტი. მარტში დაბადებული ქალები ძლიერი ქარიზმითა და ხიბლით გამოირჩევიან. ძალიან ერთგულები და საიმედოები არიან. ასეთი ერთგული და თბილი ბუნების გამო ერთმა არასწორმა სიტყვამაც შეიძლება გული ადვილად ატკინოთ. უყვარდებათ ერთხელ და სამუდამოდ- მონოგამიურად. მოგიწოდებთ არ დაკარგოთ მარტში დაბადებული ქალები, იდეალურები არიან.4. აპრილი. აპრილში დაბადებული ქალები დიპლომატები და კომუნიკაბელურები არიან, ადვილად პოულობენ საერთო ენას. მათი ერთადერთი ნაკლია ის, რომ პერიოდულად უყვართ თავის შეცოდება. აპრილის ქალმა ყველაზე უკეთ იცის რა არის განცხრომა და ბედნიერება, ამიტომ ის მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ კაცად გაქცევთ. თუმცა სული და გული ღია აქვთ მათთან, ვინც მათ ნდობას მოიპოვებს და მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერზე წავა.5. მაისი. მაისში დაბადებული ქალები უდრეკები, ძლიერები არიან. გარეგნულად მიმზიდველები არიან, თუმცა ძალიან რთულები. ასეთი ქალები საშიშები არიან მამაკაცებისთვის, რადგან თუ მათ გრძნობებზე ვერ უპასუხებენ, ეს სიყვარული შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. თუ კი მაისში დაბადებულ ქალთან როდისმე გექნებათ რომანი, მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.6. ივნისი. ივნისში დაბადებული ქალები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მათ თვისებებში მთავარი კარგი შემოქმედებითი ნიჭი და კომუნიკაბელურობაა, თუმცა ცუდი კი დაუფიქრებელი ლაპარაკი, არ უყვართ სიტყვების შერჩევა საუბრისას და პირში გახლიან სიმართლეს გეწყინებათ თუ არა. კაცისთვის სახიფათო ქალია, რადგან თუ მის ხელში აღმოჩნდებით, მოექცევით კიდეც გავლენის ქვეშ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არ მოექცეთ უპირობო სიყვარულის ხაფანგში.7. ივლისი. ივლისში დაბადებული ქალები იდუმალი, ლამაზი, ჭკვიანი, პატიოსანი და გულწრფელები არიან. ცხოვრების ბოლომდე ცდილობენ აირიდონ თავიდან კონფლიქტი და დარჩნენ თავაზიანები. ერთი სიტყვით ძალიან კარგები არიან, თუმცა საკმარისია ერთხელ მაინც აწყენინოთ, რომ სამუდამოდ დაკარგავთ.8. აგვისტო. აგვისტოში დაბადებული ქალები დიდი ეგოიზმისა და დიდი გულის უნიკალური კომბინაციაა. მამაკაცებს ურჩევნიათ არ დაიჭირონ მათთან საქმე, რადგან ქალი ყოველთვის გამარჯვებული დარჩება ურთიერთობაში. აგვისტოში დაბადებული ქალები ჯანსაღი იუმორით გამოირჩევიან, თუმცა ვერ იტანენ მათზე რომ იცინიან. ყოველთვის სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მამაკაცებისგან თავყვანისცემაც არასოდეს არ აკლიათ.9. სექტემბერი. სექტემბერში დაბადებული ქალები კეთილები, დისციპლინირებულები, კრიტიკოსები და ბუნებრივად ლამაზები არიან. მათთვის მამაკაცის ერთგულება უმთავრესი, ამიტომ თუ ერთხელ მაინც უღალატებენ, არასოდეს დაავიწყდებათ. თუ გსურთ სექტემბერში დაბადებული ქალი ერთი ღამისთვის, სჯობს გაიაროთ, ეგ გარდაუვალია.10. ოქტომბერი. ოქტომბერში დაბადებულ ქალებს ძლირი და მტკიცე ხასიათი აქვთ. ძალიან ემოციურები არიან და ხშირად ტირიან, თუმცა ვერასოდეს დაინახავთ მის ცრემლებს. არიან ჭკვიანები, იმდენად ჭკვიანები, რომ სულიერებასა და შინაგან ბუნებას არ ამჟღავნებენ, რათა სხვამ ბოროტად არ გამოიყენოს. ყოველთვის საუკეთესო მამაკაცი ხვდებათ ხოლმე და ცხოვრობენ მათთან ღირსეულად.11. ნოემბერი. ნოემბერში დაბადებული ქალები ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან სხვებზე. აქტიურები და თანმიმდევრულები არიან, ხვდებიან როდესაც ატყუებენ. ამბიციურები და ცეცხლოვანები არიან, მათთან არასოდეს მოიწყენთ. არ ჰკითხოთ მათ რჩევა იმ შემთხვევაში, თუ სიმართლის პირში მოსმენა არ გინდათ.12. დეკემბერი. დეკემბერში დაბადებული ქალები მოუთმენელები არიან და გამომგონებლური ნიჭით ხასიათდებიან. მათ ყველაზე კარგად იციან როგორ აამაღლონ მამაკაცის ბუნება-განწყობილება. ცხოვრება ვერ აშინებთ და ადრე თუ გვიან მაინც იღებენ იმას, რაც უნდათ.

გატაცება

მსოფლიო 1714423482

გატაცებულმა გოგონამ სასწრაფოში 3-ჯერ დარეკა და დასცინეს... - ამბავი, რომელსაც რუმინეთში თანამდებობის პირების გათავისუფლება მოჰყვა

ამ ამბავმა მთელი რუმინეთი შეძრა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო, რომლის შედეგადაც არაერთი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.ალექსანდრა მაჩეშანუ 2003 წლის 15 სექტემბერს პატარა ქალაქ კარაკალში დაიბადა, რომლის მოსახლეობაც ოცდაათ ათას ადამიანს შეადგენს. მოგვიანებით, გოგონა და მისი მშობლები სოფელ დობროსლოვენში გადავიდნენ საცხოვრებლად. სოფელი ცენტრალური ადგილიდან მოშორებით მდებარეობს, იქ მისვლა კი იმ წლებში პრობლემური იყო, რადგანაც ტრანსპორტი კარგად არ მოძრაობდა და ქალაქიდან შორს გახლდათ. თუმცა მოსახლეობა ამ პრობლემას შეჩვეული იყო და ქალაქამდე ჩასასვლელად ნებისმიერ გამვლელ მანქანას იყენებდა. 2019 წლის 24 ივლისს ალექსანდრაც ასე მოიქცა, ქალაქამდე რომ მისულიყო, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.მეორე დღეს, დილით, გადაუდებელი დახმარების სამსახურში ზარი შევიდა. გოგონას ძალიან აღელვებული ხმა ისმოდა და დახმარებას ითხოვდა. თქვა, რომ ალექსანდრა მაჩეშანუ იყო და ჰყვებოდა, რომ გაიტაცეს, გააუპატიურეს და კარაკალის გარეუბანში, კერძო სახლში იმყოფებოდა. ოპერატორი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობდა, მაგრამ ზარი უეცრად შეწყდა. ერთ წუთში გოგონამ გადაუდებელი დახმარების სამსახურში ისევ დარეკა და თქვა, რომ გამტაცებელი ნაცრისფერ მანქანას მართავდა, მაგრამ მანქანის ნომერი ვერ დაიმახსოვრა. ალექსანდრა სასწრაფოდ დახმარებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, ოთახში იყო ჩაკეტილი და არ იცოდა, კიდევ შეძლებდა თუ არა დარეკვას. იმავე დღეს გოგონამ მესამედ დარეკა და იკითხა, მიდიოდა თუ არა პოლიცია მის დასახმარებლად. როგორც შემდგომ გამოვლინდა, ოპერატორმა გულგრილობა გამოიჩინა, ალექსანდრას უთხრა, რომ მის გარდა ძალიან ბევრი ადამიანი რეკავდა და ყველას ზარისათვის უნდა ეპასუხა. მან გატაცებულ გოგონას უპასუხა, რომ მაშველებს დალოდებოდა, რომლებიც 2-3 წუთში ადგილზე გამოჩნდებოდნენ. ამის შემდეგ ალექსანდრას რამდენჯერმე დაურეკეს, მაგრამ ის უკვე ზარებს აღარ პასუხობდა.პოლიციამ საქმის გამოძიება შეტყობინების შესვლიდან 12 საათის შემდეგ დაიწყო. მისი ადგილსამყოფელის ზუსტად დადგენა ვერ მოხერხდა. პოლიცია 3 სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდა, მაგრამ გატაცებული გოგონა არსად აღმოჩნდა. მოზარდის გატაცებიდან 2 დღის შემდეგ, 26 ივლისს გამტაცებლის კვალზე გავიდნენ. ეჭვმიტანილი 65 წლის გეორგე დინკა იყო. კაცმა ორი გოგონას გატაცება და მკვლელობა აღიარა, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ალექსანდეა მაჩეშანუს შესახებ არაფერი იცოდა.მამაკაცის ეზოში ძვლები, ფერფლი, სხვადასხვა ნამსხვრევი იპოვეს. პოლიციამ ივარაუდა, რომ მანიაკი, მას შემდეგ, რაც მსხვერპლს გააუპატიურებდა, კლავდა და გვამს წვავდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მის ეზოში 15 წლის ალექსანდრას ცხედარიც აღმოჩნდა. მამაკაცი მაშინვე დააკავეს.საქმეში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი დეტალი გამოიკვეთა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მაჩეშანუს კბილების ფრაგმენტებზე სტომატოლოგიური ჩარევის კვალი იყო აღმოჩენილი. მშობლები კი ამტკიცებდნენ, რომ გოგონა სტომატოლოგთან არასოდეს ყოფილა.თავად დაწვის ფაქტიც საეჭვო ჩანდა. ვარაუდობენ, რომ მკვლელს ცხედრების განადგურებისათვის დაახლოებით რვა საათი დასჭირდა. თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ თუ მანიაკი ამ გზით ყველა მტკიცებულების წაშლას ცდილობდა, აუცილებლად შეამჩნევდნენ ძლიერ კვამლს და საშინელ სუნს, არადა, იმ დროს ამ ტერიტორიაზე მსგავსი არაფერი შეუნიშნავთ.პოლიციელების თქმით, მანიაკის ეზოში კიდევ ერთი გატაცებული გოგონას - ლუიზას ცხედარი აღმოაჩინეს. თუმცა, დაკავებიდან 3 წლის შემდეგ გეორგემ თქვა, რომ მას გოგონები არ დაუწვავს. მას შემდეგ, რაც გააუპატიურა, კრიმინალურ ავტორიტეტს გადასცა. კაცი ამბობდა, რომ ცრუ ჩვენების მიცემას პოლიციელები აიძულებდნენ და ფერფლი და ძვლებისა და კბილების ნაწილებიც ეზოში მათ მიიტანეს.მოგვიანებით რუმინულმა პრესამ დაწერა, რომ დინკა კრიმინალური ქსელის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც არასრულწლოვანი მოსწავლეების გატაცებაში მონაწილეობდა. შემდეგ გატაცებულ გოგონებს სქესობრივი მომსახურებისთვის სამხედრო პერსონალისთვის დევესელოში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე აგზავნიდნენ. ჟურნალისტების თქმით, რუმინეთის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების „მომსახურების“ ქსელი 10 წელზე მეტია არსებობს. ამ ვერსიის გამოქვეყნებიდან მალევე, აშშ-ის ელჩი ჰანს კლემი რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს  შეხვდა. შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ამის შემდეგ დევესელუდან რამდენიმე ჯარისკაცი შეერთებულ შტატებში სასწრაფოდ დააბრუნეს. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკოსებს შორის საუბარი კარაკალში ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.ალექსანდრა მაჩეშანუს ბიძა ცნობილი ბიზნესმენი და პოპულარული თოქ-შოუს წამყვანია. დისშვილის გაუჩინარების შემდეგ მან ბევრ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავად რუმინეთის პრეზიდენტსაც სთხოვა დახმარება, მაგრამ მათგან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. შემდეგ მამაკაცმა გოგონასა და გადაუდებელი დახმარების სამსახურს შორის საუბრის ჩანაწერების მოპოვება შეძლო და ინტერნეტში გაავრცელა. ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ 15 წლის მოზარდის ნათქვამს ოპერატორი სერიოზულად არ აღიქვამს. გავრცელებულმა ჩანაწერებმა უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია და საზოგადოება აღაშფოთა.სამართალდამცავების და თანამდებობის პირების დანაშაულებრივმა დაუდევრობამ ქვეყანაში უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია. 27 ივლისს ბუქარესტში აქცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ქალმა თქვა, რომ ორივე გოგონა მანიაკს მანქანაში საკუთარი სურვილით ჩაუჯდა. თანამდებობები დაკარგეს ეროვნული პოლიციის უფროსმა, ოლქის რაიონის პოლიციის უფროსმა და რაიონის პრეფექტმა.2022 წლის სექტემბერში სასამართლომ გეორგე დინკას ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაზარალებულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 700 ათასი ევროს ოდენობით გადახდა დაავალა. პარალელურად, ალექსანდრასა და კიდევ ერთი გატაცებული გოგონას ოჯახი ამბობს, რომ შვილების გარდაცვალებაში ეჭვი დღემდე ეპარებათ და განსხვავებულ ვერსიებსაც განიხილავენ.

ოჯახი

მსოფლიო 1714423468

კაცმა ყოფილი ცოლი ცოცხლად დამარხა - მას 13-წლიანი პატიმრობა ემუქრება (აშშ)

ვაშინგტონის შტატში 13 წელი პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დამარხა. 2022 წლის ოქტომბერში, ენმა ყოფილი ცოლი სასტიკად სცემა, დაჭრა და ლენტით მიამაგრა ტყეში, შემდეგ კი ცოცხლად დამარხა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი დამარხვის შემდეგ ცოცხალი 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგ კი მან გაქცევა მოახერხა და ახლომდებარე სახლში მივიდა დახმარების სათხოვნელად.თავდასხმის დროს ქალი ევედრებოდა ყოფილ ქმარს, რომ გაეშვა და ეფიქრა მათ შვილებზე, თუმცა მამაკაცმა ეს თხოვნები არაფრად მიიღო.სასამართლოზე მოსმენის დროს ენმა თქვა, რომ ნანობს ამ თავდასხმას.მსხვერპლი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.„იმ დღის შემდეგ, მე და ჩემი შვილების სიცოცხლე დაიმსხვრა. მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო ჩემი ემოციური ტრავმებითა და ჯანმრთელობის პრობლემებით“, - თქვა მან.

მორგი

მსოფლიო 1714423445

აშშ-ში მორგის თანამშრომელმა 24 ყუთი სხეულის ნაწილები გაყიდა

მორგის ყოფილმა თანამშრომელი სხეულის მოპარულ ნაწილებს ყიდდა. მან დანაშაული უკვე აღიარა. 37 წლის კენდის ჩეპმენ სკოტმა თავი დამნაშავედ ცნო სხეულის ნაწილების გადატანაში.სკოტს თავდაპირველად ბრალი 2023 წლის აპრილში წაუყენეს.პოლიციამ განაცხადა, რომ სკოტი მუშაობდა მორგის სერვისის პროვაიდერში, რომელიც უტარებდა ბალზამირებას და კრემაციას არკანზას სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნაშთებს.როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სკოტი სოციალური ქსელი მეშვეობით დაუკავშირდა მამაკაცს და ჰკითხა, იცნობდა თუ არა ვინმეს, ვინც დაინტერესებული იყო ბალზამირებული ადამიანის ტვინის შეძენით.მათ „მოილაპარაკეს ადამიანის სხეულის ნაწილების შეძენაზე, რომლებიც შემდეგ სკოტმა მოიპარა".საერთო ჯამში, სკოტმა გადაიტანა სხეულის მოპარული ნაწილების 24 ყუთი არკანზასიდან პენსილვანიაში შეერთებული შტატების მასშტაბით. მან ნეშტებისთვის კომპენსაციის სახით მიიღო 10,625 დოლარი.2022 წლის 13 ივლისს, FBI-მ სკოტის სახლი გაჩხრიკა და აღმოაჩინა სხეულის მრავალი მოპარული ნაწილი ყუთებში, ასევე ნაგვის ჩანთებში. მოპარულ ორგანოებს შორის იყო ადამიანის ტვინი, გული, თავის ქალა, თირკმელები, ღვიძლი, ხელები და ქალის მენჯი.სკოტისთვის პატიმრობა ჯერ არ მიუსჯიათ.