აშშ-ში მორგის თანამშრომელმა 24 ყუთი სხეულის ნაწილები გაყიდა

მორგი

მორგის ყოფილმა თანამშრომელი სხეულის მოპარულ ნაწილებს ყიდდა. მან დანაშაული უკვე აღიარა. 37 წლის კენდის ჩეპმენ სკოტმა თავი დამნაშავედ ცნო სხეულის ნაწილების გადატანაში.

სკოტს თავდაპირველად ბრალი 2023 წლის აპრილში წაუყენეს.

პოლიციამ განაცხადა, რომ სკოტი მუშაობდა მორგის სერვისის პროვაიდერში, რომელიც უტარებდა ბალზამირებას და კრემაციას არკანზას სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნაშთებს.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სკოტი სოციალური ქსელი მეშვეობით დაუკავშირდა მამაკაცს და ჰკითხა, იცნობდა თუ არა ვინმეს, ვინც დაინტერესებული იყო ბალზამირებული ადამიანის ტვინის შეძენით.

მათ „მოილაპარაკეს ადამიანის სხეულის ნაწილების შეძენაზე, რომლებიც შემდეგ სკოტმა მოიპარა".

საერთო ჯამში, სკოტმა გადაიტანა სხეულის მოპარული ნაწილების 24 ყუთი არკანზასიდან პენსილვანიაში შეერთებული შტატების მასშტაბით. მან ნეშტებისთვის კომპენსაციის სახით მიიღო 10,625 დოლარი.

2022 წლის 13 ივლისს, FBI-მ სკოტის სახლი გაჩხრიკა და აღმოაჩინა სხეულის მრავალი მოპარული ნაწილი ყუთებში, ასევე ნაგვის ჩანთებში. მოპარულ ორგანოებს შორის იყო ადამიანის ტვინი, გული, თავის ქალა, თირკმელები, ღვიძლი, ხელები და ქალის მენჯი.

სკოტისთვის პატიმრობა ჯერ არ მიუსჯიათ.