კაცმა ყოფილი ცოლი ცოცხლად დამარხა - მას 13-წლიანი პატიმრობა ემუქრება (აშშ)

ოჯახი

ვაშინგტონის შტატში 13 წელი პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დამარხა. 

2022 წლის ოქტომბერში, ენმა ყოფილი ცოლი სასტიკად სცემა, დაჭრა და ლენტით მიამაგრა ტყეში, შემდეგ კი ცოცხლად დამარხა. 

გამოძიების ინფორმაციით, ქალი დამარხვის შემდეგ ცოცხალი 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგ კი მან გაქცევა მოახერხა და ახლომდებარე სახლში მივიდა დახმარების სათხოვნელად.

თავდასხმის დროს ქალი ევედრებოდა ყოფილ ქმარს, რომ გაეშვა და ეფიქრა მათ შვილებზე, თუმცა მამაკაცმა ეს თხოვნები არაფრად მიიღო.

სასამართლოზე მოსმენის დროს ენმა თქვა, რომ ნანობს ამ თავდასხმას.

მსხვერპლი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

„იმ დღის შემდეგ, მე და ჩემი შვილების სიცოცხლე დაიმსხვრა. მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო ჩემი ემოციური ტრავმებითა და ჯანმრთელობის პრობლემებით“, - თქვა მან.