VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე - დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროვატობუსების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე

დედაქალაქში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან. იმერეთიდან მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება.

ზუგდიდიდან დედაქალაქში სახალხო შეკრებაზე ხუთი ათასამდე ადამიანი გაემგზავრა. ოზურგეთიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამსვლელი მოქალაქეები უკვე გამოვიდნენ. ბათუმელები დილით ცენტრალურ სტადიონთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ დაიძრნენ.

დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსებისა და ტაქსების ნაკადმა ავტობანზე საცობი შექმნა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.