ვიდეოები

1747811762

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1748334360

ჯარიმა 3000 ლარამდეა - საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვიურ გამოცემაში „ჩვენი სოფელი“ მოქალაქეების საყურადღებოდ თევზაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.კერძოდ, განმარტებულია, თუ რომელ ადგილებში და რა საშუალებებით არის თევზაობა აკრძალული.თევზაობის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში, კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა, კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ არხებში და სხვა.აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა:ელექტროდენიელექტროშოკური აპარატითვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებიცეცხლსასროლი იარაღებისახლართი ბადეე.წ. ეკრანბადემოსასმელი ბადესხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადეიარაღებინებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებებიასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა დაფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.სტატიაში მოცემულია ინფორმაცია სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.„მთელი წლის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით. გამკაცრებული კანონმდებლობა და სანქციები იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია დაჭერილი, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში.ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი.ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის მასობრივი განადგურების სხვასაშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.ბოლო პერიოდში, ბრაკონიერობის პრევენციისა და შემაკავებელი გარემოს შექმნის მიზნით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში და უკანონო თევზჭერის ფაქტების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „ელექტროშოკური აპარატი“ „თევზჭერის ელექტრო იარაღად“ დაკვალიფიცირდა და მისი უკანონო ბრუნვა მკაცრად დარეგულირდება - სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს ითევზაონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა,ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სხვა სიახლეები

dedagvtisa

ისტორიები 1752870529

ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ

ეს ამბავი აფხაზეთის ომის დროს მოხდა, სოხუმი უკვე თითქმის აღებული იყო, როდესაც მისი დედათა მონასტერი მტრისგან აწიოკებას ელოდა. დედებს, მტრისგან შეურაცხყოფა რომ აერიდებინათ, გადაწყვეტილი ჰქონდათ, როდესაც მონასტრის აოხრება დაიწყებოდა, თავი მოეკლათ. მონაზვნები ღვთისმშობელს მთელი ღამის მანძილზე სთხოვდნენ მფარველობას...აი, თუ რა მოხდა იმ საოცარ ღამეს, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია ელისაბედ ზედგინიძემ, წლების წინ უამბო გადაცემა - "პროფილს".მონაზონი ელისაბედ ზედგინიძე: მე მაშინ სამონაზვნე მელანია ვიყავი. სოხუმის დედათა მონასტერში ვმსახურობდი. სოხუმი თითქმის დაკარგვის პირას იყო. გარკვეული პერიოდი შერიგება დამყარდა. ჩვენებს პირობა ჰქონდათ შესრულებული და ჯარი გაყვანილი გვყავდა. თუმცა, ამ შერიგების დროს, მტერმა მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. სამასი ჯარისკაცით იყო დარჩენილი გენო ადამია, რომელთა შორის 20 წლამდე ბავშვები იყვნენ. დაიწყო საშინელი დაბომბვა. ავედით მონასტრის რეზიდენციის სახურავზე და ვხედავთ, რომ მტერი ბაზართანაა მოსული და ხდება საშინელება, მოხუცებს აუპატიურებდნენ, შეურაცხყოფდნენ, აცვამდნენ კამერებს და ცეცხლს უკიდებდნენ. შიშველ ხალხს საქონელივით ერეკებოდნენ. ზუსტად ათ წუთში იგივე გველოდა.პატრიარქმა იქ რომ გაგვგზავნა ქვეშეცნეულად ვფიქრობდით, რომ სიკვდილი ახლოს იქნებოდა. ასე თუ ისე მზად ვიყავით, რომ ღვთისთვის და სამშობლოსთვის თავი გაგვეწირა. მაგრამ შეურაცხყოფისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ადამიანური კუთხით მზად არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, გაგვახსენდა "ბაში აჩუკი", როგორ ხტებოდნენ დედები შუამთის დედათა მონასტრის გალავნიდან, როდესაც მონასტერს აწიოკებდა მტერი. დავფიქრდით და ვთქვით, მოდით, ვილოცოთ და თუ არაფერი გამოვიდა, ჩავკეტოთ ჭიშკარი და სანამ ისინი მას გახსნიან, ჩვენ ასვლას და გადმოხტომას მოვასწრებთო.ვიყავით ოთხნი: დედა თეოდორა, ბოდბის იღუმენია, მონაზონი აღათია, მორჩილი თამარი (ახლა უკვე დედა თამარი, ბოდბის მონასტერში მოღვაწე) და მე. ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მის სახელზე დავიწყეთ ლოცვა. ავიღეთ სხვადასხვა ღვთისმშობლის სალოცავ-სავედრებელი, პარაკლისი, დაუჯდომლები.ღამეა; ჩვენ მორიგეობით ვლოცულობთ. ათ წუთში ერთხელ, ერთ-ერთი ჩვენგანი ადის და ამოწმებს, გარეთ რა ხდება?! ზუსტად იმ ადგილას, რაც ჩვენგან ჩანს მიმდინარეობს საშინელი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ღამის თევა ხშირი გვქონდა სოხუმის მონასტერში, მაგრამ ბოროტი ძალის შემოტევა იმდენად დიდი იყო, რომ ხან ერთი დავვარდებოდით ძირს, ხან - მეორე. ოთხივე ერთმანეთს უწყვეტ ლოცვაში ვენაცვლებოდით. თითქოს ყველაფერი ამოვწურეთ და ფსკვნილზე იესოს ლოცვა დავიწყეთ ხმამაღლა, ოთხივემ ერთად... განაგრძეთ კითხვა

ელისაბეტ სმარტი

ისტორიები 1752870506

„კაცი 14 წლის გოგოს ყოველდღიურად აუპატიურებდა და პორნოგრაფიის ყურებას აიძულებდა...“ - ელიზაბეტ სმარტის უმძიმესი ისტორია და სამუდამო პატიმრობა ბრალდებულს

2002 წლის ივნისის ერთ ჩვეულებრივ ღამეს, სოლტ ლეიკ სიტიში, სმარტების სახლში ბრაიან დევიდ მიტჩელი შეიჭრა. კაცი დარწმუნებული იყო, რომ ის გახლდათ მორმონი წინასწარმეტყველი, რომელსაც შვიდი ქალიშვილი უნდა მოეყვანა ცოლად.კაცი 14 წლის ელიზაბეტ სმარტის ოთახში შეიპარა, დანით დაემუქრა და გაიტაცა, რათა ბავშვი მისი პირველი "ცოლი" გამხდარიყო. გოგონამ ცხრა თვე ბრაიანისა და მისი ნამდვილი ცოლის, ვანდა ბარზის ტყვეობაში გაატარა, რა დროსაც მას ასმევდნენ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს აღებინებდნენ და აიძულებდნენ პორნოგრაფიის ყურებას.საბოლოოდ, გოგონამ გადარჩენა მოახერხა. დღეს ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარება. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ბრაიან დეივიდ მიტჩელის ისტორია და ცოტამ თუ იცის, მისი ცხოვრების შემზარავი დეტალები.სანამ ბრაიან დევიდ მიტჩელი ელიზაბეტის სახლში შეიჭრებოდა, ის ძალადობრივ ცხოვრებას ეწეოდა. 1953 წლის 17 ოქტომბერს, მორმონების ოჯახში დაბადებულმა მიტჩელმა ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა უცნაური მიდრეკილებები.უცხოური მედიის ცნობით, ბრაიანი სასტიკად ექცეოდა დედას და თავის ხუთ დედმამიშვილს. 16 წლის ასაკში მან სახლი დატოვა, რის შემდეგაც ის მალევე რვა წლის გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის დააკავეს.პირველ მეუღლესთან მას ორი შვილი ეყოლა, რომლებიც ცოლთან განქორწინების შემდეგ გაიტაცა, ნიუ ჰემფშირში წაიყვანა და თვითონ კრიშნას მიმდევრებს შეუერთდა.1983 წელს კაცი იუტაში დაბრუნდა და მეორედ იქორწინა. შვილები კი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.მიტჩელის მეორე ქორწინებამ მისი სასტიკი ბუნება გამოავლინა. კაცმა კარგად იცოდა, რომ მეუღლეს თაგვების ეშინოდა და ერთხელ მას ქილით თაგვი მიუყვანა. ერთ დღეს კი მან 50 მკვდარი თაგვი დაუტოვა ღუმელში, რათა ის შეეშინებინა. ქორწინება 1985 წელს იმ მიზეზით დასრულდა, რომ კაცი თავის გერებზე ძალადობდა.განქორწინებიდან მალევე მიტჩელმა თავის მესამე ცოლზე, ვანდა ბარზეზე იქორწინა. კაცმა სწორედ ამ დროს დაიჯერა, რომ ის მორმონი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ვანდაზეც დაიწყო ძალადობა და მისი ქალიშვილის სექსუალურად შევიწროება.ბრაიანმა თმისა და წვერის გაზრდა დაიწყო, რელიგიური სამოსი ჩაიცვა და საკუთარ თავს იმანუელი უწოდა. 2002 წელს კი გამოაცხადა, რომ ის უნდა გამხდარიყო მეფე, რომელსაც შვიდი ცოლი ეყოლებოდა, რადგან ისინი მას ანტიქრისტესთან ბრძოლაში უნდა დახმარებოდნენ.მიუხედავად იმისა, რომ მორმონთა ეკლესიამ მისი მოკვეთის პროცესი დაიწყო, მიტჩელს გეგმის განხორციელება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და უკვე იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მისი პირველი "ცოლი".2002 წლის 5 ივნისს ბრაიანი სოლტ ლეიკ სიტიში, სმარტების სახლში შეიჭრა და გეზი საძინებლისკენ აიღო, რომელსაც 14 წლის ელიზაბეტ სმიტი უმცროს დასთან, მერი კეტრინთან იზიარებდა. კაცმა გოგონას ყელზე დანა მიადო, გააღვიძა და მუქარით გაიყვანა სახლიდან. სწორედ აქედან დაიწყო ელიზაბეტის ცხრათვიანი კოშმარი.მიტჩელმა გოგონა სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ბანაკში წაიყვანა, მას "შეარჯაშუბი" დაარქვა და მის ცოლად გამოაცხადა. კაცი მას ყოველდღიურად აუპატიურებდა, ხეზე აბამდა, პორნოგრაფიის ყურებას აძალებდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა და ოჯახზე ლაპარაკს უკრძალავდა.ელისაბეტის გატაცებიდან რამდენიმე კვირაში, ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის სახლში შეიჭრა და მისი გატაცებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.სექტემბრის დასაწისში მიტჩელი, ვანდა და ელისაბეტი სან-დიეგოში გადავიდნენ და ბანაკებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებში ცხოვრობდმენ. სმარტის თქმით, სან-დიეგოში ყოფნისას, კაცმა კიდევ ერთი გოგოს გატაცება სცადა.მიტჩელი ელისაბეტთან ერთად ხშირად გადაადგილდებოდა. რამდენჯერმე სოლტ ლეიკ სიტიშიც კი წაიყვანა, მაგრამ გოგონას სახე ყოველთვის დაფარული უნდა ჰქონოდა.როგორც აღმოჩნდა, გატაცების ღამეს ელიზაბეტის გარდა მის უფროს დას, მერი კეიტსაც ეღვიძა და მეტიც, მამაკაცის ამოცნობა ხმის საშუალებით შეძლო. გოგონამ მშობლებს უთხრა, რომ ელიზაბეტი ადგილობრივმა მათხოვარმა - იმანუელმა გაიტაცა, რომელიც ოჯახს სახურავის შესაკეთებლად ჰყავდა დაქირავებული.მომხდარიდან მალევე, სმარტების ოჯახმა საჯაროდ წარადგინა "იმანუელის" ფოტორობოტი.მიტჩელმა ელიზაბეტს და ვანდას განუცხადა, რომ ნიუ-იორკში ან ბოსტონში უნდა გადასულიყვნენ, თუმცა, ელიზაბეტმა მათ დააჯერა, რომ ღმერთს სურდა, რომ მათ სოლტ ლეიკ სიტიში ეცხოვრათ. გამტაცებლებმა გოგონას დაუჯერეს და დაბრუნება გადაწყვიტეს.დაბრუნებიდან მალევე, ორმა ადამიანმა პოლიციას შეატყობინა, რომ მიტჩელი ელისაბეტთან ერთად სოლტ ლეიკ სიტის ცენტრში დაინახეს. 2003 წლის 12 მარტს კი ელისაბეტი ბრაიანის ტყვეობიდან დაიხსნეს.ბრაიან დევიდ მიტჩელი სასამართლო პროცესებზე დაუმორჩილებლობას აცხადებდა და არაადეკვატურად იქცეოდა. კაცი, რომელიც თავს თითქოსდა მეფედ თვლიდა, პროცესის მიმდინარეობისას ხშირად მღეროდა საშობაო სიმღერებსა და საგალობლებს, რის გამოც მას დარბაზიდანაც აძევებდნენ.მიტჩელისგან განსხვავებით, ელისაბეტმა მოსამართლეს დეტალურად განუმარტა, თუ რისი გავლა მოუწია მას ცხრა თვის განმავლობაში, რის შემდეგაც დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება ვანდა ბარზეს, მან მიტჩელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და სასჯელის სახით 15 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.დღეს ელიზაბეტ სმარტი მწერალი და აქტივისტია. თავისი საქმიანობის ფარგლებში კი ხშირად ურთიერთობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან და მათ ეხმარება. რაც შეეხება დამნაშავეებს, ბრაიან დევიდ მიტჩელი დღემდე პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ვანდა 2018 წელს გაათავისუფლეს.

ფფ

საზოგადოება 1752869843

„ოთო, ვერ ვიჯერებ... რა ეშველება შენს ცოლს და შვილს უშენოდ" - გონიოში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, ოთო დეკანიძე, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.გუშინ, გონიოში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.როგორც ოჯახის ახლობლები წერენ, ბიჭს მეუღლე და შვილი დარჩა. „ჩემი საყვარელი ოჯახი ჩემი ახალგაზრდები, გადავირიე. ღმერთს ვთხოვ გაგაძლებინოს გული მომიკვდა, რა გითხრა არ ვიცი. თანავუგრძნობ ოჯახს ამ დიდ ტკივილს“„სიტყვები არ მაქვს, რომ განუგეშოთ“„ქეთი, ეს კარგი ბიჭი როგორ გამოგეცალა ხელიდან, უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“,,დაუჯერებელია. ვერც დავიჯერებ და არც მინდა დაჯერება... „რა ეშველება შენს ცოლს და შვილს უშენოდ" - წერენ სოციალურ ქსელში. 

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა 1752869760

ზურაბ ქადაგიძე: ერთ თაღლითს, ვიქტორ ყიფიანს მეორე თაღლითზე, გიორგი ბაჩიაშვილზე უთქვამს, "მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანიაო". მათთვის "ეთიკა" ძარცვა და ყაჩაღობაა. ორივე მათგანმა თავიანთი "ეთიკის" ფარგლებში გაძარცვა ბიძინა ივანიშვილი

ერთ თაღლითს, ვიქტორ ყიფიანს მეორე თაღლითზე, გიორგი ბაჩიაშვილზე უთქვამს, "მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანიაო" პრინციპში, ასეც უნდა ეთქვა. ორივესთვის "ეთიკა" ძარცვა და ყაჩაღობაა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.ქადაგიძის თქმით, თაღლითებმა - ბაჩიაშვილმა და ყიფიანმა „ეთიკის“ ფარგლებში გაძარცვეს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ენდობოდა მათ და სწორედ ესაა მათი „ეთიკა“ და „მორალი“. ქადაგიძე მიმართავს ყიფიანს, რომ „მთელმა ქვეყანამ თუ არა, მთელმა თბილისმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ფული მოპარე, ქურდობაზე წაგასწრეს, შემდეგ ვადა ითხოვე და კაპიკ-კაპიკ დააბრუნე ნაძარცვი.“„ერთ თაღლითს, ვიქტორ ყიფიანს მეორე თაღლითზე, გიორგი ბაჩიაშვილზე უთქვამს, "მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანიაო" პრინციპში, ასეც უნდა ეთქვა. ორივესთვის "ეთიკა" ძარცვა და ყაჩაღობაა. ორივე მათგანმა თავიანთი "ეთიკის" ფარგლებში გაძარცვა ის ადამიანი, რომელიც ენდობოდა და არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ადამიანური ურთიერთობა ჰქონდა. აი ეს არის ამ თაღლითების "ეთიკა" და "მორალი". ჩემო ვიქტორ, ყელმოღერებული, გამოქნილი აზნაურივით რომ ლაპარაკობ ბრტყლად, მთელმა ქვეყანამ თუ არა, მთელმა თბილისმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ფული მოპარე, ქურდობაზე წაგასწრეს, შემდეგ ვადა ითხოვე და კაპიკ-კაპიკ დააბრუნე ნაძარცვი. მხოლოდ ამიტომ გადაურჩი დაჭერას და ჩანს, ეს არის შენთვის "მაღალი ეთიკური ნორმები", ისევე როგორც შენი სულიერი ძმისთვის, ბაჩიაშვილისთვის...“-წერს ზურაბ ქადაგიძე. ცნობისთვის, ვიქტორ ყიფიანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, საერთაშორისო დავებში მის ინტერესებს იცავდა.

avaria

შემთხვევა 1752869151

კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა.ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.