1746303287
ვინ არის ლენუკას უსიმპატიურესი შვილი - მას ზურა ყიფშიძეს ძალიან ამსგავსებენ

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, ლენუკა ყიფშიძე შვილის ფოტოებს აქვეყნებს. გამომწერები აღნიშნავენ, რომ ნიკუშა ნინუა ცნობილ ბაბუას, მსახიობ ზურა ყიფშიძეს ძალიან ჰგავს.
„შენ გყავს საოცარი შვილი, შეგიძლია იამაყო, მართლა. ნუ, ზურას ორივე გავხართ და ეს ის უპირატესობაა, რომელსაც ვერავინ წამოგაძახებთ“ - წერს ერთ-ერთი გამომწერი.
აღსანიშნავია, რომ ნიკუშა დედის ლაივებს მუდმივად ესწრებოდა და ბოლო ლაივზეც, მას ყვავილებით ხელში ელოდა.