1728499899
VIDEO: „ილაპარაკეთ, ყველა გვერდით გიდგავართ!“ - „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების მიმართვა
მას შემდეგ, რაც თი მაჭავარიანმა ბავშვობის ტრავმაზე ხმამაღლა ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ექვსმა სკოლელმა მეხუთე კლასში სექსუალურად იძალადა, „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები გოგონებს მიმართავენ.
ევა ქეცბაია: იქამდე უნდა მივიდეთ, რომ არც ერთმა გოგომ მსგავსი ისტორიები არ დამალოს საკუთარ თავში. რატომ მალავენ? - როდესაც ჰყვებიან, ყოველთვის უმეტესობა მათ აბრალებს. გოგონებო, მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. გოგოებს კი ნუ ასწავლით, როგორ არ გააუპატიურონ სკოლაში, რა ჩაიცვან და რა არ გააკეთონ, არამედ ბიჭებს ასწავლეთ, რომ გოგოები არ გააუპატიურონ, გოგოებზე არ იძალადონ.
გოგა ჯაბაური: არ გეშინოდეთ, ილაპარაკეთ, ყველა გვერდით გიდგავართ.
ცნობისთვის, მანამდე ევა ქეცბაიამ თქვა, რომ ისიც სკოლაში ძალადობის მსხვერპლი იყო.