VIDEO: დედა ცუდად გახდა, შვილი სახლიდან გაიპარა... - "პრაიმ ჰაუსის" სკანდალური წყვილის დაპირისპირება გრძელდება

დაპირისპირება პრაიმ ჰაუსში

„პრაიმ ჰაუსში“ ნიკოსა და სალომეს წყვილი სკანდალური აღმოჩნდა. როგორც სალომე ამბობს, უამრავ სალანძღავ შეტყობინებას იღებს იმის შესახებ, რომ ცოლიან კაცთან აქვს ურთიერთობა და ოჯახს ანგრევს.

როგორც ნიკო ამბობს, მეუღლეს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. შვილმა კი სალომესთან მისი ურთიერთობა მძაფრად აღიქვა და სახლიდან გაიპარა. ამის გამო დისტანცირება გადაწყვიტეს...

მას შემდეგ, რაც სალომე ნიკოს ოთახიდან გადავიდა, ახალი გეგმით თამაშს იწყებს.

„ ემოციურად ძალიან ვიყავი მიჯაჭვული ნიკოზე. ვფიქრობ, მარტო ბევრად უფრო შემიძლია საკუთარი თავის გამოვლინება. ლაივის შემდეგ ორივეს ემოციური ფონი გვაქვს...“ - ამბობს სალომე უშხვანი.