„არ ვარ ის ქალი, ვინც სხვების ოჯახებს ანგრევს.... არ მჯერა, რომ ნიკოს ცოლი არ ჰყავს“ - სალომე უშხვანი

ნიკო სალომე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, სალომესა და ნიკოს წყვილი დაიშალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სალომე უშხვანი საუბრობს.

მე არანაირი გეგმა მქონია, როცა აქ შემოვედი.  გადაცემაშიც სპეციალურად ვთქვი, რომ ვიყავი ჰარმონიულ ურთიერთობაში. კატეგორიულად მქონდა გადაწყვეტილი, რომ მარტოს მეთამაშა. გამიჩნდა რაღაც სიმპათიები ნიკოს მიმართ, უბრალოდ შემდეგ ხალხისგან წამოვიდა შეტყობინებები, რომ ნიკო ცოლიანია, როცა ნიკო გადის პროექტიდან, დედა ხდება ცუდად, შემოდის და მეუბნება, დისტანციური ურთიერთობა უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ბავშვმა ცუდად აღიქვა ჩვენი ამბები. აბსოლუტურად ვიზიარებ მის ამ მოსაზრებას და მეც რომ ანალოგიურ სიტუაციაში ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, ნიკოსაც ეს რეაქცია ექნებოდა, მაგრამ მე არ ვიცი რეალურად რა მოხდა, რა იყო რეალობა პროექტს მიღმა და ვინ რა გეგმით შემოვიდა. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ნიკოს ოჯახურ დრამებში გავიჭყლიტე. 

მე იმისაც არ მჯერა, რომ ნიკოს ცოლი არ ჰყავს. ხან მეუბნება, რომ სამი თვის წინ დაშორდა. მეორე ვერსიაა, რომ 1 თვის წინ დაშორდა... გუშინ მეუბნება, 1 კვირაა. დიმი მეუბნება, რომ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ეს სხვა თემაა. მაგრამ ის, რომ მათი ურთიერთობა ოფიციალურად და არაოფიციალურად დასრულებული არ არის, მაძლევს იმის მიზეზს რომ მე ამ სამკუთხედში არ ვიყო. არასდროს არავის ოჯახი დამინგრევია და არ ვარ ის ქალი, ვინც სხვების ოჯახებს ანგრევს. 

დღევანდელი ლაივის შემდეგ როგორც კი შევალ სახლში, აუცილებლად დავტოვებ ნიკოს ოთახს. თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, თუ რეალობაა, რომ ბავშვზე ჩვენი ურთიერთობა ცუდად აისახება, ჩემი კეთილი ნებით, ოთახიდან გადავალ და აქ დასრულდება რაც დაიწყო და ვფიქრობ, არც უნდა დაწყებულიყო. ამის შემდეგ მე პროექტში ვიქნები ცალკე მოთამაშე და არა წყვილში.“ - ამბობს სალომე უშხვანი.