„სვანური რაღაცები თუ მერთვება, მერე ძალიან ფიცხი ვარ...“ - როგორ ახასიათებს საკუთარ თავს „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე

სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუსის“ დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

ცნობილია, რომ მესამე სეზონში სულ 16 მონაწილე იქნება. ერთ-ერთი მონაწილე 29 წლის სალომე უშხვანი იქნება.

29 წლის უმშვენიერეს ქალს „პრაიმტაიმის“ მკითხველი უკვე იცნობს. სალომე თავდაპირველად ტიკტოკზე გამოჩნდა. ხშირად აღნიშნავენ, ის მაკა ასათიანს ძალიან ჰგავს.

როგორც სალომე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, სასიამოვნოა, როდესაც მას მაკას ამსგავსებენ, თუმცა ის ინდივიდუალურად სხვა პიროვნებაა.

„ერთადერთი რინოპლასტიკა მაქვს გაკეთებული, მეტი არაფერი გამიკეთებია. წინამოს შეჭრის შემდეგ წამოვიდა მსგავსი კომენტარები.

მაკა ასათიანს თავისი ადგილი აქვს. არც ვედრები და ვერც შევედრები. მე ვარ სალომე უშხვანი. ძალიან სასიამოვნოა, თუ მაკას ვგავარ, მაგრამ მე ცალკე ინდივიდი ვარ“,- ამბობს სალომე. 

სალომეს ჰყავს 2 შვილი, 8 და 5 წლის. 

„პირველ რიგში ალბათ ორი შვილის დედა და დიასახლისი. არქეოლოგიის კურსზე ვსწავლობდი. პირველი კურსის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე სწავლა ფინანსური პრობლემები გამო. წარუმატებელი ქორწინებაც იყო და მოკლედ, განვითარება ვეღარ მოვახერხე. ტიკტოკი დავიწყე პანდემიის პერიოდში და ეს იყო განტვირთვის საშუალება. შემდეგ უკვე გამომწერებიდან გამომდინარე, აზარტში შევედი.

სალომე რეალურ ცხოვრებაში არის ძალიან უბრალო, უშუალო, მაგრამ სვანური რაღაცები თუ მერთვება, მერე ძალიან ფიცხი ვარ.

პროექტში რამდენად გამომივა თამაში არ ვიცი, მე მგონია, რომ ჩემი პლუსი ის არის რომ რაც ვარ ის ვარ და ნაკლებად შემიძლია თამაში“,- ამბობს სალომე.