VIDEO: „ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას…“ – რომან დოლიძე დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

 რომან დოლიძე

რომან დოლიძე მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„სპორტს ყოველთვის აქვს თავისი წესები. ის, რაც აბუ დაბიში დატრიალდა, სრულიად მიუღებელია! ეს სცდება არა მხოლოდ სპორტის საზღვრებს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – წერს რომან დოლიძე.

ცნობისთვის, 2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირებას წინ უძღოდა ნურმაგომედოვების ოჯახსა და მერაბ დვალიშვილს შორის არსებული დაძაბულობა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში მერაბმა UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. უსმანი სწორედ უმარის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by UFC Roman Dolidze (@romandolidze)

✕