გოგონას საშველად ზღვაში შესულ ბიძას გული გაუსკდა... - ტრაგედია ოკუპირებულ გალში
1754218461
მსახიობი ზურა ყიფშიძე ჟურნალ „სარკეს“ სამოგზაურო გამოცდილებას უზიარებს და ამბობს, რომ ავიაკატასტროფაში ორჯერ არის მოხვედრილი.
„ორ ავიაკატასტროფაში ვარ მოყოლილი, პირველად 13 წლის ვიყავი, „მაცი ხვიტიას“ გადაღების დროს სვანეთიდან ზუგდიდში მივფრინავდით. ნაძვის ხეს დავეტაკეთ, რომელიც ორივე ფრთას შეერჭო და ასეთ მდგომარეობაში ვიფრინეთ ზუგდიდამდე. აღმოჩნდა, რომ მფრინავი მთვრალი ყოფილა. ყველას ძალიან შეეშინდა.
მეორე შემთხვევა სტუდენტობის პერიოდში მომიხდა. მოსკოვიდან თბილისში მოვფრინავდით. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, დავეშვით მიწაზე, ჩააქრეს, დაგვამშვიდეს და გზა განვაგრძეთ. ვიღაც ღიპიანი კაცები აღარ ამოვიდნენ, შეეშინდათ…“,- ამბობს მსახიობი.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603