Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730404773
თემურ წიკლაურის ცხოვრება 1983 წელს ტრაგედიამ შეარყია - მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:
“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.
გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ წლების შემდეგ, ბიჭუნას 75 წლის მამის გარდაცვალების მიზეზიც - ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…
აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში…
თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მისი სულის ძებნა დავიწყე. ყველგან ვეძებდი – დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. წავიკითხე ყველაფერი: ბუდიზმი, დაოიზმი, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი… მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით, უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…
იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი… მაშინ მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა, ჩაბარება არ არის საჭირო, ხმლით უნდა გაეგებო…
თემურ წიკლაურის ხმალი მისი სიმღერა იყო. მომღერალი ისევ სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.
ქეთი წიკლაურმა ორიოდ წლის წინ, “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში, ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა.
ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.
ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.
1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."
„წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა
"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებს