„სულ ჩხუბობენ... ყველაფერი ერთ გადაცემაში ამოწურეს...“ - პატრიკი „პრაიმ ჰაუსელებზე“

patriki

პატრიკი "პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონის სამეულში იყო. თავისი სტრატეგიით მოქნილად გავიდა ფინალამდე. შესაბამისად, საინტერესოა მისი აზრი შოუს ახალი სეზონის მონაწილეებზე. 

მან "პრაიმტაიმის" მკითხველს თავისი პირველი შთაბეჭდილება გაუზიარა.

პატრიკი: - ერთხელ ვუყურე და ისეთი მონდომებულები ჩანან, რომ ამ ადამიანებმა  განცდა დამიტოვეს, რომ პირველ გადაცემაში ამოწურე ის ყველაფერი, რაც ჩვენ სამ თვეზე გავწელეთ. ჩვენთან სხვადასხვა სახის კონფლიქტი სხვადასხვა პერიოდში მოხდა. ესენი მომზადებულები მივიდნენ, იმდენი იფიქრეს, ახლა ამას ვიზამ, იმას ვეჩხუბებიო, რომ ბუნებრივი არ ჩანან. არაფერი ბუნებრივი არ იყო.

მე მონაწილე ვიყავი და ზუსტად ვიცი, რომ იქ არაფერია დადგმული. ახლა განცდა მიჩნდება, რომ თითქოს დაადგმევინეს. არადა, ვიცი, მათივე "მობოდილი" გააკეთეს. როგორც ეგონათ, რომ კარგი იქნებოდა. 

დიდად არ მომეწონა. სულ ჩხუბობენ. ეს რა საინტერესოა? რაღაც რომ გააკეთონ, ჯობია. ეს არ მომეწონა.  შეიძლება რაღაც მომენტში ჩავრთო და ვუყურო. 

გამოვყოფ თი მაჭავარიანს, ჩემი მეგობარია. მისი გულშემატკივარი ვიქნები. ისე, ლიდერი და გამარჯვების კანდიდატი ჯერ არ ჩანს.