როგორ ხსნის ევა ქეცბაია „პრაიმ ჰაუსში“ გასულ სკანდალურ მონაკვეთს

ევა და კოსტა

დღეს „პრაიმ ჰაუსის“ პირველი პირდაპირი ეთერი იმართება და ერთ-ერთი აუტსაიდერი პროექტს დატოვებს. 

გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი „პრაიმტაიმი“ ევა ქეცბაიას ესაუბრა.

ევამ ერთ-ერთ ყველაზე სახალისო მომენტზე ისაუბრა, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა.

„მთვარე და კუილი, მთვარე და გაზები... მე მიმაჩნია, რომ როგორც არის თავის ტკივილი ისე არის გაზებიც და ამაში არაფერი სამარცხვინო არ არის. ერთადერთი არ უნდა მიუკუო ადამიანს სახეში, იმიტომ რომ სუნით შეიძლება შეწუხდეს. მე რომ ვუყურე ამ მონაკვეთს ძალიან გამიხარდა, რომ ჩასვევს, რადგან ეს არის მართლაც ლეგენდარული და გენიალური მომენტი ტელევიზიაში. ხალხის რეაქცია ამაზე არ წამიკითხავს, ვნახე შეროზიას ლექსები. კუილი ისეთივე სტიგმაა, როგორც სხვა ძალიან ბევრი რამ რაც არ უნდა იყოს სტიგმა. ადამიანის ორგანიზმია და ბუნებრივია“, - ამბობს ევა ქეცბაია.