„როდესაც პაემანზე ქალს ეტყვი, რომ „მგონი გიყვარდება“ ადექი და მის გრძნობებზეც დაფიქრდი!“ - ბაგირა გურამს მიმართავს

ბაგირა გურამი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე და დღევანდელი აუტსაიდერი, დეა ხიდაშელი, იგივე ბაგირა გურამ შეროზიას სოციალურ ქსელში მიმართავს.

„არასდროს, ჩემო გურამ, მე შენთვის ხმების გაყოფა არ მითხოვია და ნუ მაბრალებ!  მე შენ თანაგრძნობას და ურთიერთგაგებას გთხოვდი. ამ თხოვნის უკან ყურადღება, სითბო და პატივისცემა იმალება.

ჩემო გურამ! შენ ყველაზე მეტად იცი, სად მეტკინება და ზუსტად იქ მირტყავ… იცი, რომ ჩემთვის ამ ფაქტის დაბრალება და ამ დონემდე დამცირება, თითქოს ხმების გაყოფა მინდა - ამაზრზენობაა! იცი კარგად, რომ თავისუფალი ქალი ვარ, მხოლოდ ჩემს გულს ვუსმენ და ბრმად ვენდობი გულის თქმას! ზუსტად გულში მირტყავ გურამ მაშინ, როდესაც გრძნობები გიქრება იქ, სადაც კონკურენციას ხედავ და სადღაც აზარტში, საყვარელი ადამიანის გვერდზე გაწევაში და სტრატეგიულ აზროვნებაში, იმ თანაგრძნობას ვერ იჩენ, რაც საყვარელ ქალს სჭირდება და მასში უკვე კონკურენციას აღიქვამ.

ტყუილია, ჩემო გურამ და კარგად იცი, რომ ხმების გაყოფაზე კი არა, აქ გრძნობებზე მაქვს საუბარი და არ უნდა დამწიო მატერიალურ მოგებაზე უფრო ქვევით, რადგანაც შენ უფრო მაღლა ხარ ან იყავი, ვიდრე ისეთი დაწვრილმანება, რასაც მაბრალებ და ნუ მაბრალებ, მრცხვენია!

მადლობა თითოეულ შენს გულშემატკივარს, რომლებიც დამეხმარნენ რამდენიმე კვირის წინ და ჩემს გამო ღამეები გაათენეს, მადლობა თქვენ და ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი გულწრფელობით და სიმართლით რამე გაწყენინეთ (და გთხოვთ ნუ მლანძღავთ). ასევე მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც დიდი აზარტით იბრძოდნენ გურამ შენი ახალი რეკორდისთვის! შენ კარგად იცი, რომ მე შენსას კი არა, ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვო დახმარება ისიც მრცხვენია და მე ეს ურთულესი ღამე ახლა მათთან ერთად გავათენე. მე ვუხდი დიდ მადლობას, რომ ჩემს გამო წუხდებიან, მე თქვენი მრცხვენია და დიდი მადლობა!

ჩემო გურამ! როდესაც ამის შემდეგ პაემანზე ქალს ეტყვი, “რომ მგონი გიყვარდება” ადექი და მის გრძნობებზეც დაფიქრდი! შენ იცი“ - წერა ბაგირა.