1750402427
რამდენიმე წუთში წელიწადის უმნიშვნელოვანესი დღე დგება, გამოიყენეთ მისი ჯადოსნური ენერგიები თქვენს სასიკეთოდ - რას გვირჩევს სპეციალისტი

21 ივნისს ფენ-შუის სპეციალისტები წელიწადის უძლიერეს დღეს უწოდებენ.
გვერდი Feng Shui - წარმატების ვარსკვლავი საზოგადოებას ურჩევს, რომ ეს დღე არ გამოტოვონ...
"არ გამოტოვოთ, მზებუდობაა, ენერგეტიკულად უძლიერესი დღე, გამოიყენეთ მისი ჯადოსნური ენერგიები თქვენს სასიკეთოდ.
რეკომენდაციები:
- შეხვდით გამთენიისას ახალ დღეს,
- დღის მანძილზე ატარეთ ოქროს ან ოქროსფერი სამკაულები,
- ჩაიცვით ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ნებისმიერი ხასხასა ფერის ტანისამოსი,
- იყავით მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე,
- ბევრი იცინეთ,
- რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმეთ მზის სხივებში ყოფნას (გონივრულად),
- ჩაუთქვით ან ჩამოწერეთ ნანატრი სურვილები ასრულებულ დროში,
- აუცილებლად ივახშმეთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად,
- ყველა შენაძენს განსაკუთრებული ძალა ექნება,
- დაეხმარეთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს (ეს გაწმენდს თქვენს კარმას)
დაწერეთ ან ხმამაღლა თქვით - "მზებუდობამ ზღაპრული ბედნიერება მომიტანა". გამოიყენეთ ეს რეკომენდაციები და შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისაკენ." - წერს გვერდი.