„რა დამაძინებდა?.. ვიტირებ...“ - გურამ შეროზიას ემოციური პოსტი

შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გურამ შეროზია კვირის აუტსაიდერია. მის „ფეისბუკგვერდზე“ მრავლად წააწყდებით გულშემატკივრების  ემოციურ კომენტარებს. ამჯერად თვითონ გურამი გვიზიარებს დღის ერთ-ერთ ეპიზოდს, თუ როგორ გულშემატკივრობენ სტუდენტები ლექტორს რეალითი შოუში.

„მოვვარდი დღეს ლექციაზე, უძინარი. გუშინ მთელი ღამე ხალხი არ იძინებდა, რომ სმს-ები გამოეგზავნათ და მე რა დამაძინებდა?! 

ცოტა ადრე მომივიდა მოსვლა, რამდენიმე წუთით, სავსეა აუდიტორია, ვესალმები - არც კი მამჩნევენ.
ყველა ტელეფონშია ჩარგული და არც კი აუწევიათ თავი. მეთქი, სულ ასე აქტიურად მხვდებიან, რა დაემართათ? ის ისაა, უნდა მეწყინოს, რომ ვიგებ რაც ხდება.
გამოიცანით? ჰო, ხმას მაძლევდნენ, ხუთ წუთში ერთხელ, ისე მონდომებულად და დიიდი ენთუზიაზმით, რომ არ ვიცი... ვიტირებ.“

ცნობისთვის, აუტსაიდერების სკამზე გურამთან ერთად გიორგი და კოსტაც იმყოფებიან.

შეგახსენებთ „პრაიმ ჰაუსის“ ხმის მიცემის წესები:

ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს

ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ „მესენჯერის“ საშუალებით

აუთსაიდერებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე

მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრს

ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით.

ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად „ფეისბუქ მესენჯერში“

  • ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ #Getstarted თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას.

შემდეგ კი შეგეძლებათ ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს.

ფეისბუკზე ხმის მიცემა შეგიძლიათ შეუზღუდავად, ასევე შესაძლებელია თქვენი ხმები გადაანაწილოთ სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.

ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის  პირდაპირი ეთერის დროს!