ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
ინგლისის პოლიციაში მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ მას გზად ალიგატორი შეხვდა. ადგილზე რამდენიმე წუთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები მივიდნენ. მათ ალიგატორი დაინახეს და სპეციალური აღჭურვილობაც მოამზადეს, მაგრამ ცოტა ხანში აღმოაჩინეს, რომ საქმე რეზინის სათამაშოსთან ჰქონდათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სათამაშო სიგრძეში 60 სანტიმეტრია. ერთი შეხედვით, ის ძალიან ჰგავდა რეალურს. გამომძიებლებმა უწყინარი ხუმრობის ავტორის ვინაობა ვერ დაადგინეს. მოქალაქესაც, რომელმაც პოლიციაში დარეკა, ეგონა, რომ რეალურ საფრთხეს წააწყდა.
საპოლიციო ძალების რეკომენდაციით, რამდენიმე მაღაზიამ დიდი ზომის რეზინის სათამაშოები, რომლებიც სხვადასხვა ცხოველს განასახიერებს, გაყიდვიდან ამოიღო. გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ხუმრობა, შესაძლოა, სხვა მოქალაქეებისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს.