„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ბათუმელი წყვილი, მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულები არიან. საზოგადოების ყურადღება მათ მიმართ არ წყდება. ყოფილი მოცეკვავე და დიზაინერი მარიამი და მისი მეზღვაური ქმარი ხშირად ხდებიან განხილვის ობიექტები ე.წ. ლაქშერული ცხოვრების წესით და სოციალურ ქსელში აქტიურობით.
მარიამს მეუღლე ხშირად ანებივრებს ძვირადღირებული საჩუქრებით. ბოლოს ოცნების მანქანა "მაზერატი" აჩუქა და ამისაც, რა თქმა უნდა, ვრცელი პოსტი მიუძღვნა მარიამმა.
მარიამის სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ ის კვლავ ფეხმძიმედაა, უკვე 6 თვის და მესამე შვილს ელოდება. "ბავშვი ნომერი 3" - ასეთი ტექსტი ახლავს ფოტოებს, რომლებზეც ჩანს ფეხმძიმე მარიამი.