მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
1763461533
მომღერალი ნინო ჩხეიძე რომ დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსმენელში, ეს ახალი ამბავი არაა. გარდა მისი საშემსრულებლო ნიჭისა, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს სასცენო კოსტიუმები, რომელიც არაერთხელ ყოფილა მსმენელისა და მაყურებლის ინტერესის საგანი.
თუმცა ბოლო დროს, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რამაც მის გულშემატკივრებს აფიქრებინა, რომ მომღერალი ქმარს დაშორდა.
ნინო ჩხეიძემ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, რომ ქმარს არ გაშორებია.
მომღერალი კვირას, ნოე სულაბერიძის სტუმარი იყო, სადაც იგივე კითხვა გადაცემის წამყვანმა დაუსვა. ნინომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ადამიანია.
„ქმარს არ გავშორდი. სხვათა შორის რომ მკითხე იმდენი დეჟავიუ წამომივიდა, გამორიცხულია გავიარო ქუჩაში, მაღაზიაში შევიდე, ყველგან არის ეს შეკითხვა. როგორც მეგობარს ისე გეტყვი: ქმარს არ გავშორდი გიორგი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ახლო ადამიანი. უბრალოდ ეს ადამიანი არ ცხოვრობს საქართველოში და ასეთი ახლო ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს. ყველა დეტალში და ნიუანსში ჩართულები ვართ“, - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.