„ერთი და იგივე კაბა არასდროს მაცვია... დაახლოებით 1000 კაბა მექნება“ - ნინო ჩხეიძე სამომავლოდ კაბების ხაზის გამოშვებას გეგმავს

ჩხეიძე

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინო ჩხეიძე 42 წლის გახდა. მან გრანდიოზული დაბადების დღე „ღამის პრაიმ-თაიმში“ გადაიხადა, სადაც ახალი დუეტებით წარდგა.

ნინო, „პრაიმტაიმს“ კაბების კოლექციაზე უყვება:

„დაბადების დღეზე შვიდი კაბა გამოვიცვალე, კლასიკურ ფერებში გადავწყვიტეთ. მეცვა დათუნა სულიკაშვილის და ქართული ბრენდი, ფაფანაკის კაბები. დანარჩენი ჩემი გარდერობიდან იყო.

ჩემი ოცნებაა კაბების ხაზი გამოვუშვა, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მაგრამ ეს ალბათ უფრო სამომავლო ამბავია. ერთი და იგივე კაბა არასდროს მაცვია, ყველა ნომერზე და ყველა გამოსვლაზე მაცვია სხვადასხვა კაბა, არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით 1000 კაბა მექნება. (იცინის). არ მინდა პაატა თედიაშვილივით გამომივიდეს).

- სად ინახავთ ამდენ კაბას?

მაქვს დაკეტილი სახლი, რომელიც მხოლოდ საკონცერტო კაბებისთვისაა. საკონცერტო კაბები უმეტესად ავთანდილს ეკუთვნის. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო „რუსთავი 2-ს“ მადლობა. ჩემი საოცნებო დაბადების დღე მომიწყო. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 "გამიკვირდა, რომ აფრიკაშიც უსმენენ ჩემ სიმღერებს. მიმიწვიეს..." - ნინო ჩხეიძე გეგმებს გვიმხელს

👉 როგორ გამოიყურებოდა 20 წლის ასაკში კესარია აბრამიძე - ნახეთ, ფოტოები

👉 „სამი ადამიანი დამეხმარა... ჩემი გარდასახვის მეც არ მჯეროდა “ - ნეკა დოროყაშვილი სულიერი მდგომარეობის შესახებ