Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ

ნინო ჩხეიძე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომელიც მეუღლეს, გიორგი კორახაშვილს მიუძღვნა. გაჩნდა ეჭვი, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

„პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჩხეიძე მეორე ნახევარზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის მორალურად სულ მის გვერდითაა და ყველაფერში ეხმარება.

ბოლო პერიოდი, პიროვნულად ჩემთვის გარდამტეხი იყო, რაც ძალიან მომწონს. მომწონს ისეთი მე, ახლა როგორიც ვარ... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით როგორი ადამიანები გყავს, ყოველთვის აღვნიშნავ, ჩემი მეუღლე რომ არ შემხვედროდა ასეთი და ასე არ დამდგომოდა გვერდით, ვერაფერს გავაკეთებდი, ამხელა ძალა არ მექნებოდა. იმიტომ, რომ ადამიანები ჰარმონიულად უნდა მოქმედებდნენ შენს გარშემო.

რაც შეეხება გიორგის, ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან ძვირფასი ადამიანი. რატომღაც, ყოველთვის, როცა ახალ საქმეს ვიწყებ, გიორგი ჩემთვის საყრდენი კედელია. ასეა დღემდე... ახალ საქმეს ვიწყებ და ამას ექსკლუზიურად მხოლოდ და მხოლოდ „პრაიმტაიმში“ ვიტყვი. 

ბოლო დროს, ცოტა რთული პერიოდი მქონდა და გიორგი გვერდით დამიდგა. მე რომ ამ ახალ საქმეზე ვყოყმანობდი, როგორც თავის დროზე სიმღერის დროს, ვერ ვბედავდი საჯაროდ გამეტანა, გიორგიმ მითხრა, რომ უნდა გააკეთოო და თვითრწმენა ჩამიდო.

ახლაც, ამ ახალ საქმეში ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ჩემი მსმენელისთვის, აუდიტორიისთვის სიახლე იქნება. არ ელოდებიან, ისეთი სიახლე იქნება... იმედია, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ჩემი სიმღერებია.

მე და გიორგის არც გვიჩხუბია, კონფლიქტიც არ გვქონია, არც საჯარო დაშორება გვქონია... არ მინდა ამაზე აპელირება გავაკეთო, არც დაშორებულები ვართ, უბრალოდ, დიდი ხანია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. 

ის სტატუსი რას ნიშნავდა, ამას ჩემთვის დავიტოვებ. ძალიან პირადია და არ მინდა, გავქექო და გამოვქექო ჩემი პირადი ცხოვრება. თუმცა, გეტყვით, რომ გიორგი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს მეგობრად და ყველაზე ახლო ადამიანად დარჩება. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან“, - ამბობს მომღერალი „პრაიმტაიმთან“.