ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა; მსახიობ გია ფერაძის 39 წლის შვილი, 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალი მოტოციკლეტიდან გადავარდა...
22 აგვისტოს უზარმაზარი სამეგობრო შეიკრიბა და ღიმილით მოიგონა ტრაგიკული ბედის მქონე ლამაზი და სიცოცხლის მოყვარული მარიკუნა...
ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა მეგობარმა, უდროოდ წასული მეგობრის სახელზე, დეკორატიული სანთლის სერია გამოუშვა...
ალინა არველაძე კი ფეისბუქზე სხვადასხვა პოსტებში ასე იხსენებს მეგობარს:
ალინა არველაძე: გული რომ მონატრებით გადამევსება და გაუსაძლისი ხდება, მინდა ვწერო ჩვენს მარიკუნაზე, ამაში შვებას ვპოულობ.
ვიცი, როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს, ჩემო ვარსკვლავო;
რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაურობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება.
ეს შუბა როგორ გიყვარდა შენ, მარიკუნ და როგორ გიხდებოდა; მთელი ზამთარი ხან ბერლინში, ხან თბილისში გეცვა და მე, მავნე გოგომ, ცოცხალი თავით მაინც არ გაჩუქე. შეგპირდი, რომ ზამთარში იგივენაირს გამოგიწერდი და ზამთარი აღარ მოვიდა; სულ ზაფხული იქნება აწი შენთან;
ასევე დაგაინტერესებთ: „ბევრნი შევიკრიბეთ, ცუდ ხასიათზე არავინ ვყოფილვართ, ყველა ვიცინოდით და ისე ვიხსენებდით“ - 40 დღე ლამაზი მარიკუნას გარდაცვალებიდან
„მიყვარხარ! და ეს სამუდამოა!“ - გიორგი ფერაძის აქამდე უცნობი ფოტოები მარიკუნასთან ერთად