„ერთი შენიშვნა მომცა...“ - რას ამბობს სალომე უშხვანი შვილზე და ნიკოსთან ურთიერთობაზე

salome ushkhvani

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, სალომესა და ნიკოს შორის დაძაბულობა მეტ-ნაკლებად გაქრა, თუმცა, ნიკოს შვილის გამო დისტანციას კვლავ ინარჩუნებენ. ცნობილია, რომ სალომეს 2 შვილი ჰყავს, 8 წლის ვაჟი და 5 წლის გოგონა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორია მისი უფროსი შვილის რეაქცია, როცა დედას „პრაიმჰაუსის“ ეპიდოდებში ხედავს და რა აზრისაა ნიკოსთან ურთიერთობაზე.

„ყველაზე მეტად ჩემი უფროსი, 8 წლის შვილი მგულშემატკივრობდა. რეგულარულად არ უყურებს ხოლმე, მაგრამ რამდენჯერმე გადაცემას ერთად ვუყურეთ. თავისი გამოკვეთილი პერსონაჟიც ჰყავდა, ახლაც ძალიან აქტიურად მგულშემატკივრობს. არანაირი უარყოფითი მოსაზრება არ აქვს. 

რაც შეეხება ნიკოსთან ურთიერთობას, ამაზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს, თუმცა, ერთი შენიშვნა მომცა, მეტად მხიარული იყავიო.“ - ამბობს სალომე უშხვანი.